ხალხური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად შლის თირკმელებში ნებისმიერი წარმოშობის კენჭებს

ხალხური  საშუალებები, რომლებიც ეფექტურად შლის თირკმელებში  ნებისმიერი წარმოშობის კენჭებს
კენჭები წარმოადგენს მყარ, კრისტალისებურ მასას. შედგებიან იმ მარილებისგან, რომლებიც შარდის შემადგენლობაში შედიან მცირე რაოდენობით. კენჭები შეიძლება იყოს განსხვავებული ფორმისა და ზომის, შეუმჩნეველი ნაწილაკებიდან დაწყებული, დიდ კენჭებამდე. ჩვეულებრივ, ადამიანმა არ იცის თავისი დაავადების შესახებ, სანამ კენჭი არ იწყებს მოძრაობას. უმცირეს კენჭსაც კი შეუძლია გამოსვლის დროს უძლიერესი ტკივილის გამოწვევა. თუ თქვენ გაწუხებთ კენჭები თირკმელებზე და ღვიძლში, გადახედეთ ხალხური მედიცინის რჩევებს მათ სამკურნალოდ.

  • დააყენეთ ჭიქა სელის თესლი, აურიეთ 3 ჭიქა უმ რძეში. ადუღეთ, ვიდრე მთელი ნარევიდან არ დარჩება 1 ჭიქა, შემდეგ გაწურეთ. ყოველდღე სვით თითო ჭიქა 5 დღის განმავლობაში. 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა ისევ. ამ ყველაფერს შესაძლოა თან ახლდეს ტკივილები, ეს კი იმის ნიშანია, რომ იშლება კენჭები ან იხსნება ქვიშა. გარკვეული დროის შემდეგ იგრძნობთ შვებას. ერთი წლის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ პროცედურა და კვების რაციონიდან ამოიღეთ ცხარე და შემწვარი კერძები.

    თირკმელებს ასკილის ფესვებიც არაჩვეულებრივად წმენდს
    ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა თირკმელებში ნებისმიერი წარმოშობის ქვების დასაშლელად და გამოსადევნად.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი. ადუღეთ 15 წუთი. გააცივეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.

    თირკმელებიდან ქვების უმტკივნეულოდ გამოდევნა შესაძლებელია ლიმონის დახმარებითაც:
  • საშუალო ზომის ლიმონი გაჭერით სამად, ერთი მესამედი გამოწურეთ, დაუმატეთ 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი, გაყავით 3 ულუფად და სვით ყოველი ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.
    მომდევნო 10 დღე მიიღეთ იგივე წამალი, ოღონდ 1/2 ლიმონის წვენისგან მომზადებული. ამასთან, კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) სვით 60 გრამ ზეითუნის ზეთში ჩაწურული 1/2 ლიმონის წვენი. მე-20 დღეს დაშლილი ქვები შარდთან ერთად, უმტკივნეულოდ უნდა გამოვიდეს ორგანიზმიდან.
    გაითვალისწინეთ:კურსის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს მკურნალ ექიმს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი