სისხლძარღვების წმენდა აბების გარეშე. ამის შემდეგ თქვენი წნევა ყოველთვის ნორმაში იქნება.

სისხლძარღვების წმენდა აბების გარეშე. ამის შემდეგ თქვენი წნევა ყოველთვის ნორმაში იქნება.
სიახლეს ნამდვილად არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სუფთა სისხლი - ჯანმრთელობისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების საწინდარია. სამწუხაროდ, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოსა და არაჯანსაღი საკვების შედეგად ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე გროვდება საკმაოდ დიდი რაოდენობით ქოლესტერინისა და მარილის ფენები, რის შედეგადაც წარმოიქმნება ათეროსკლეროზული საცობები.

როგორც უკვე იცით, სისხლი ამარაგებს ჟანგბადით ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედსა და ქსოვილს. შესაბამისადნ, არტერიებისა და ვენების დაბინძურებამ და მათი გამავლობის შემცირებამ შეიძლება მიგვიყვანოს მრავალ სერიოზულ დაავადებამდე.

სისხლძარღვების ეფექტურად გასაწმენდად და ორგანიზმის გასაჯანსაღებლად სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატების მიღება. ძალიან იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ნატურალური პროდუქტების კომბინირებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უძლიერესი საშუალება, რომელიც მთლიანად გაწმენდს სისხლძარღვებს და შეამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც.

რეცეპტები სისხლძარღვების გასაწმენდად

ნივრისა და ლიმონის ნაყენი

  • აიღეთ ოთხი საშუალო ზომის თავი ნიორი, განაცალკევეთ და გაასუფთავეთ კანისგან.

  • კარგად გარეცხეთ ოთხი საშუალო ზომის მომწიფებული ლიმონი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად (აუცილებლად თავის კანთან ერთად).

  • გამზადებული ნივრისა და ლიმონისგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ხორსცსაკეპის ან ბლენდერის გამოყენებით.

  • მიღებული მასა გადაიტანეთ სამ ლიტრიან ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს. დააფარეთ მას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილზე 3 დღის განმავლობაში. ყოველდღიურად კარგად მოურიეთ მას.

  • 3 დღის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი სპეციალური ფილტრის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. გაფილტრული სითხე მოათავსეთ ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში.

  • მზა საშუალება მიირთვით ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სისხლძარღვების გასაწმენდი ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 40 დღეს.

გაითვალისწინეთ, ასეთი ნაყენის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, რადგან ის კარგავს მთელ სასარგებლო თვისებებს. რეკომენდებულია მისი განახლება ყოველ 6-7 დღეში ერთხელ.

სისხლძარღვების წმენდა აბების გარეშე. ამის შემდეგ თქვენი წნევა ყოველთვის ნორმაში იქნება.

საშუალება სისხლძარღვებისთვის ელასტიურობის მისანიჭებლად

  • აიღეთ ორი დიდი ზომის ლიმონი, კარგად გარეცხეთ გამდინარი წყლით და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად თავის კანთან ერთად.

  • გაატარეთ ლიმონი ხორცსაკეპში ან მოამზადეთ მისგან ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით.

  • მიღებულ ფაფაში ჩაამატეთ 2 ჩ.კ. ნატურალური, ხარისხიანი თაფლი, რომელიც დამზადებულია ნექტარისგან და არა შაქრისგან. კარგად გადაურიეთ.

  • გადაიტანეთ თაფლისა და ნივრის ნარევი მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეიანხეთ ბნელ ადგილზე.

  • 24 საათის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ მზა ''ჯანმრთელობის ელექსირის'' მიღება 2-3 ჩ.კ. ოდენობით ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ სასრუველ შედეგებს არ მიიღებთ.



სტატიაში წარმოდგენილი ორივე საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი და შეუდექით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დღეიდანვე. აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!