შარდის ბუშტის ანთებას ბალახეული მეთოდებით ვუმკურნალე, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო

შარდის ბუშტის ანთებას ბალახეული მეთოდებით ვუმკურნალე, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო
როგორც კი ფეხები გამიცივდებოდა, მაშინვე მეწყებოდა გახშირებული შარდვა, ტკივილი და წვა მოშარდვისას. მითხრეს, შარდვის ბუშტის ანთება გაქვსო. დანიშნულ მკურნალობას ვიტარებდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, დამატებით ბალახეული მეთოდებიც მეცადა. ამან ძალიან დააჩქარა ჩემი განკურნება და ამჟამად თავს მშვენივრად ვგრძნობ.
მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო:

  • აიღეთ 200 -300 გ სიმინდის ულვაში ან ალუბლის ყუნწი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ. მიიღეთ თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით. სვით რამდენიმე დღე.

  • 200 გ ნიახურის ძირი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და 2-3 წუთს ადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

  • აიღეთ შვიტისა და გვირილის ყვავილი თანაბარი რაოდენობით; 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთი, 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

  • აიღეთ 20 გრამი ოხრახუშის თესლი და 30 გრამი დათვის კენკრა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათი, შემდეგ ხარშეთ 7-10 წუთი, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.

  • ნიახური ფესვებიანად მოხარშეთ, გადაწურეთ და მოხარშული ფესვები მთელი დღის განმავლობაში მიირთვით, ნახარში კი სვით - სულ მცირე, 3 ჭიქა მკურნალობის კურსი 10 დღეა.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთლები. 1სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6 საათით, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. გაყავით რამდენიმე ულუფად და მთელი დღის განმავლობაში სვით.
    იმკურნალეთ დაავადების ჩაცხრობამდე. თუ რამდენიმე დღეში უკეთესობა ვერ იგრძენით, ექიმის დახმარება დაგჭირდებათ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი