რა ემართება ჩვენს ორგანიზმს, როდესაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჩაის ვიღებთ?

რა ემართება ჩვენს ორგანიზმს, როდესაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჩაის ვიღებთ?
ცხელი ჩაის მირთმევა უამრავი ადამიანის დღის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით კი ცივ ზამთარში. ამ მცენარისა და მისგან დამზადებული არომატული სასმელის სასარგებლო თვისებების შესახებ აბსოლიტურად ყველა ადამიანს სმენია. განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ მწვანე ჩაია, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს, ამცირებს ქოლესტირინის დონეს და გვმატებს ენერგიას.



შეიძლება თუ არა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჩაის მირთმევა?

აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველაზე სასარგებლოდ მწვანე და თეთრი ჩაი ითვლება. ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ჩაი შეიცავს დაახლოებით 4-ჯერ მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა, თუმცა მისი ხმელი ფოთლებიდან სასმელში ამ ნივთიერების მხოლოდ მცირე ნაწილი ექსტრაგირდება. სწორედ ამიტომ, 1 ფინჯანი ყავის მირთმევისას ჩვენ რამდენჯერმე მეტ კოფეინს ვიღებთ, ვიდრე 1 ფინჯანი ჩაის მირთმევისას.



მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ჭარბი რაოდენობით ამ არომატული სასმელის მიღება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისთვის. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მიირთვათ ჩაი ზედმეტი სიხშირით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.

ჩაის უკუჩვენებები:

  1. ანადგურებს ძვლოვან ქსოვილებს
    ძლიერი ჩაი გამოირჩევა ფტორის მაღალი შემცველობით, რომელიც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას ანადგურებს კალციუმის შენაერთებს. პირველ რიგში, ასეთ დროს ზიანდება კბილის ემალი და თავს იჩენს ისეთი უსიამოვნო პრობლემა, როგორიც კარიესია. მეტიც, ზედმეტი სიხშირით ძლიერი შავი ჩაის მირთმევამ შეიძლება მიგვიყვანოს ფლუოროზამდე და ოსტეოპოროზამდე.



  2. აყვითლებს კბილებს
    კარგად დააკვირდით ფინჯანს, რომლიდანაც ჩაი მიირთვით. თუ მის კედლებზე ნადებს შენიშნავთ, უმჯობესია სამომავლოდ თავი შეიკავოთ ამ ჩაის მირთმევისგან, რადგან ასეთი ნადები ღებავს არა მხოლოდ ჭურჭლის კედლებს, არამედ ჩვენს კბილებსაც. ყველაზე ხშირი ეს მოვლენა იაფასიანი, ბალიშებად დაფასოებული ჩაის შეძენის დროსაა, რადგან მათი დამზადებისას იყენებენ არა მხოლოდ საღებავებსა და არომატიზატორებს, არამედ ჩაის უხარისხო ფოთლებსაც კი.



  3. მძიმე მეტალები
    2013 წელს ერთ-ერთ კანადურ სამეცნიერო ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის თანახმად, პაკეტებად დაფასოებული აბსოლიტურად ყველა სახეობის, ფირმისა და მარკის ჩაიში აღმოჩენილი იქნა ალუმინი, ტყვია, დარიშხანი და კადმიუმი. ეს მძიმე მეტალები, რომელთაც წარმოუდგენლად უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მცენარეში დაბინძურებული ნიადაგიდან ხვდება. მაქსიმალური რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები ხვდება ჩაიში, როდესაც სასმელს 15 წუთზე დიფხანს ვაყოვნებთ.



  4. სისხლდენა ცხვირიდან
    რეგულარულად მდუღარე, ცხელი ჩაის მირთმევა შეიძლება უარყოფითად აისახოს სისხლძარღვების მდგომარეობაზე და თავი იჩინოს ხშირმა სისხლდენამ ცხვირიდან. თუ თქვენ ხშირად მიირთმევთ ცხელ სასმელებსა და საკვებს, უმჯობესია მოიშოროთ ეს ჩვევა, რადგან ასეთ დროს ზიანდება საყლაპავის კედლები. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სასმელის დაახლოებით 7 წუთით დაყოვნება და მხოლოდ ამის შემდეგ მისი მირთმევაა.



  5. უძილობა
    შეიძლება თუ არა მწვანე ან სხვა ნებისმიერი სახეობის ჩაის მირთმევა ძილის წინ? რა თქმა უნდა, არა! კოფეინისა და ეთერზეთების მაღალი შემცველობის შედეგად ხშირდება გულის ცემა და პულსი, ჩქარდება სისხლის მიმოქცევის პროცესი, თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ადრენალინს, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემა და თავის ტვინი გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში.



  6. ანეიტრალებს სამკურნალო პრეპარატებს
    როდესაც ავად ხართ და მაღალი ტემპერატურა გაწუხებთ, უმჯობესია ძლიერი ჩაის მიღებისგან თავის შეკავება. ეს სასმელი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტეოფილინს, რომელსაც შარდმდენი ეფექტი აქვს და ამცირებს სიცხის დამწევი პრეპარატების ეფექტურობას. გარდა ამისა, კატეგორიულად აკრძალულია ჩაის მირთმევა აზოტის შემცველი პრეპარატების მიღების პარალელურად, რადგან მათი ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება ლექისებრი, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს გულის ჯანმრთელობაზე.



  7. ანემია
    ჯერ კიდევ 2011 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩაი აფერხებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისების პროცესს. თუ თქვენ რეგულარულად საკვებს ძლიერ ჩაის აყოლებთ, ამ დროს რამდენჯერმე იზრდება რკინის დეფიციტის განვითარების რისკი, რამაც შეიძლება განაპირობოს ანემია. თუ თქვენ ფინჯან არომატულ სასმელზე უარს ვერ ამბობთ, მოითმინეთ ჭამიდან მინიმუმ 20 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით ის.



  8. შეიძლება თუ არა ორსულებისთვის მწვანე ჩაი?
    ორსულობის დროს რეკომენდებულია უარის თქმა ნებისმიერ სასმელზე, რომელიც კოფეინს შეიცავს. იაპონიაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად დაახლოებით 5 ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევას მივყავართ ახალშობილებში არასაკმარის წონამდე. გარდა ამისა, მოცემული არომატული სასმელისთვის დამახასიათებელია ძლიერი შარდმდენი ეფექტი, რის შედეგადაც დედის თირკმელები წარმოუდგენლად დიდ დატვირთვას განიცდის.

    მეტიც, მწვანე ჩაი აფერხებს ფოლიუმის მჟავის შეწოვის პროცესს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ყავისა და ჩაის მიღებისგან ორსულობის დროს.



მიუხედავად ჩამოთვლილი უკუჩვენებებისა, მწვანე ჩაი მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრული რაოდენობით ვიღებთ. დღის განმავლობაში მხოლოდ 1 ან 2 ფინჯანი ხარისხიანი ჩაის მირთმევა არა საზიანო, არამედ პირიქით - სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ჩაის მსხვილფოთლოვან სახეობებს, რადგან მათში სასარგებლო ნივთიერებები მაქსიმალური რაოდენობითაა შენარჩუნებული. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, არასდროს მიირთვათ ეს არომატული სასმელი ძილის წინ და ჭამის დროს.