ძველი სახლი გასაყიდად გამოიტანეს. ფასის გაგების დროს მყიდველს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა

ძველი სახლი გასაყიდად გამოიტანეს. ფასის გაგების დროს მყიდველს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა
სანამ იტალიურ კუნძულებზე სახლებზე 1 ევროდ ყიდიან, ხოლო შვეიცარიის სოფელში ცხოვრებისთვის ფულს გიხდიან, მეგაპოლისებში უძრავი ქონების ფასი ნამდვილად შეგაშინებთ. პრესტიჟულ ქალაქში რეგისტრაციისთვის გვარიანი თანხის გადახდა მოგიწევთ, თუმცა უძრავი ქონების აგენტები საუკეთესო ვარიანტს ყოველთვის პოულობენ. 

თქვენს წინაშეა 950 000 $-ის ღირებულის სახლი. "ძვირფასი სასახლე" ვანკუვერის (კანადა) გულში ცხოვრების საშუალებას მოგცემთ, მისი უპირატესობებია - სკოლასთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტის სადგომთან სიახლოვე. 



პატარა სახლია? არა, გამყიდველის აზრით, ეს მყუდრო და კომფორტული ადგილია. კიდევ არ ხართ დარწმუნებული? შეხედეთ სამზარეულოს და ფასი, თითქმის მილიონი დოლარი, თქვენს თვალში გამართლებული იქნება...



თვალნათლივ ჩანს, რომ სახლის დეკორი წლებია არ შეუცვლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, ამ შენობის გასაღების ხელში ჩაგდების შემდეგ ასეთი მოთხოვნადი კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი გახდებით. 





ლამაზი ბაღი, შენობა 1,5 სართულით და 3 საძინებელი - საუკეთესოა და უსიტყვოდ, ყველაზე იაფი ვარიანტია ვანკუვერში ცხოვრების მსურველისთვის. 





ამ სახლში არის ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო - კარი, ფანჯარა და ოთახები. "რემონტის შემდეგ ქალაქის გულში კარგი სახლი გახდება" - აქებს უძრავი ქონების აგენტი და ამაში ვერ შეეკამათებით. 



განცხადებაში არ მალავენ, რომ შენობის ღირებულება მის ადგილმდებარეობაზე დიდად არის დამოკიდებული. და ბოლოს: "შესაძლოა, ეს შენი შანსია იცხოვრო ვანკუვერში". სავარაუდოდ, საკუთარი სახლის აშენება უფრო იაფი დაგიჯდებათ.