მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტები ბრონქული ასთმის სამკურნალოდ

მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტები ბრონქული ასთმის სამკურნალოდ
ბრონქული ასთმა - მოხრჩობის შეტევები, რომლებიც ვითარდება ბრონქების სანათურის მწვავე შევიწროებისა და ხორხის შეშუპების გამო. დაავადება უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. ხანდაზმულებში დაავადების პროცენტი მერყეობს 15%-დან 25%-მდე.
ბრონქული ასთმა ვითარდება რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტებისა და პნევმონიების ფონზე. ყველა შემთხვევაში დაავადებას იწვევს ორგანიზმის მაღალი მგრძნობელობა ალერგენებისადმი. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ბრონქული ასთმისადმი.

რეცეპტები:
  • ალერგიული ასთმის დროს სასურველია სახლში ვიქონიოთ ოთახის მცენარე მწვანე ბუჩქისძირა. სპეციალისტებმა გამოკვლევით დაადგინეს, რომ დღე-ღამის განმავლობაში ეს მცენარე თითქმის სრულიად ასუფთავებს ოთახის ჰაერს მავნე მიკროორგანიზმებისაგან, ყვავილის გამწმენდი თვისება ძლიერდება თუ ქოთანში ჩავდებთ გააქტიურებულ ნახშირს.

  • ავიღოთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული კომშის ფოთლები, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ წყლიან აბაზანაში, თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ დავაყენოთ 45 წთ. მიიღება 2 ს/კ 4-ჯერ დღეში ჭამამდე. ნაყენი ინახება მაცივარში 3 დღე.

  • გახეხილი პირშუშხას შეურიეთ თაფლი 4-5 თანაფარდობით. მიიღება 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. მომატებული მჟავიანობის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, თირკმლისა და გულის უკმარისობის დროს ეს ნარევი მიიღება 1-2-ჯერ დღეში.

  • ავიღოთ 15-20 გრ ძირტკბილას ფესვები, დავასხათ 1ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 10 წუთი, შემდეგ გავაჩეროთ 2 სთ. მიიღება 1 ს/კ 4-5-ჯერ დღეში.

  • ნახველის გასათხელებლად კარგია პირშუშხას და ლიმონის წვენის ნარევი: გავხეხოთ 100-150 გრ პირშუშხა დავამატოთ 2 ლიმონის წვენი, გამოდის საკმაოდ სქელი მასა. მიიღება 1/2 ჩ/კ დილით და სადილის შემდეგ. სასურველი არ არის წყლის ან ჩაის მიყოლება. წამლის მიღების პირველ დღეებში დამახასიათებელია ცრემლდენა, შემდეგ ცრემლის რაოდენობა თანდათან იკლებს. პირშუშხა უნდა იყოს ქორფა. ნაყენი შეიძლება შევინახოთ მაცივარში ხანგრძლივად. მკურნალობა გრძელდება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ამ წამლის მიღება შეიძლება შეტევებს შორისაც.

  • ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის სასარგებლოა დილის ცვარი. დილით ადრე მინდორეზე დავაფინოთ სუფთა ზეწარი, დაველოდოთ სანამ კარგად გაიჟღინთება, შემოვახვიოთ ავადმყოფს და ზემოდან მოვახუროთ საბანი, პროცედურა გრძელდება 5-15 წუთი, ყოველდღე. განსაკუთრებით სასარგებლოა ტყის ყვავილების ცვარი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი