კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხალხური მედიცინიდან

კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხალხური მედიცინიდან
კუჭის მკურნალობის მაღალი ეფექტურობა ვლინდება მისი მაღალი აქტივობის პერიოდში დილით 7-დან 9 საათამდე. კუჭის დაავადების სიმპტომებია: მადის დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში, ტემპერატურის ცვალებადობა, თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ნერვული გაღიზიანება.

  • კუჭის წვენის გამოყოფის დარღვევის დროს, მადის მოსამატებლად და კუჭის სპაზმის მოსახსნელად: 2 ჩ/კ კოთხუჯის ფესურებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში თერმოსით. მიიღება თბილი სახით 1/4 ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ასევე შეიძლება ნახარშის გამოყენება 3 ჩ/კ. დაქუცმაცებულ ფესურებს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წთ დახურულ ჭურჭელში. მიიღება როგორც ნაყენი.

  • ერთ - ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება: მთებში გაზრდილი ყვითელი ნაღველას ძირების ექსტრაქტი. ძირები გაახმეთ, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, ჩაყარეთ არყიან ბოთლში. 2ს/კ ძირები 1/2 ლ არაყზე. დააყენეთ 2 კვირა, შემდეგ გამოწურეთ: 20-30 წვ. ჩაასხით 6-8 ს/კ. წყალში, მიიღება რამდენიმე დღე ცუდი კვების, მოგზაურობის, ძლიერი გადაღლის დროს. ექსტრაქტი წყალში ჩაასხით, და მიეცით გულწასულ ავადმყოფს. შესაძლებელია ნახარშის ან ნაყენის მიღებაც.

  • კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მოქმედების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და ა.შ. დროს მოამზადეთ ნაყენი. 2 ს/კ ზამბახის დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წთ, დააყენეთ 20 წთ თბილ ადგილას, გაწურეთ, დაუმატეთ 1ჩ/კ თაფლი. მიიღება 1/2 ჭ კვებათა შორის ინტერვალში.

  • კუჭის პოლიპოზის დროს, ავთვისებიანი გადაგვარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ძახველის ნაყოფის გამოყენება. შემოდგომაზე ყოველდღე უნდა შევჭამოთ 2-3 პეშვი ძახველის ნაყოფი. მკურნალობის კურსი 4-5 კვირა, უნდა დაიწყოთ სექტემბერში.

  • პოლიპების და კიბოს დროს ზამთარში 3ს/კ ძახველის წვრილად დაქუცმაცებულ ნაყოფს და 3 ს/კ ტოტებს დაასხით 3 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ სითხის ნახევრის აორთქლებამდე. მიიღება 1/2ჭ სამჰერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • დაფნის ხის ნებისმიერ ნაწილს გააჩნია კარგი მადეზინფეცირებელი ეფექტი. კუჭის მონელების დარღვევის დროს მიიღება 4-5 წვ დაფნის ფოთლების წვენი, მიაყოლეთ წყალი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი