წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო მცენარეული საშუალებები

წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო მცენარეული საშუალებები
ჩემს ვაჟს წყლულოვანი კოლიტი აქვს. ყველა რეკომენდაციასა და რჩევას ზედმიწევნით ასრულებს, მუდმივად დიეტაზეა. ერთხანს თითქოს უკეთესობას იგრძნობს, მერე კი კვლავ გაუარესება იწყება. დავიღალეთ ამდენი წამლის ჯერ შეძენით და შემდეგ - მიღებით. დავინტერესდი, ფიტოთერაპიაში თუ არსებობდა ამ დაავადების საწინააღმდეგო რეცეპტები და აღმოვაჩინე, რომ წყლულოვანი წვენი, გოგრა, თაფლი, პიტნა და საზამთროს ქერქის ფხვნილი. რამდენიმე მცენარეულ რეცეპტსაც წავაწყდი და წარმატებით ვიყენებ.

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაფქული გვირილა, სალბი და ასისთავა, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით დაახლოებით 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ოდნავ უკეთესობას რომ შეატყობთ, შეგიძლიათ შუალედები ცოტა გაზარდოთ და ნახარში დღეში 3-ჯერ მიიღოთ.

  • წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელ ნაწლავის ტკივილებს კარგად უმკლავდება ასეთი ნაკრებიც: კრაზანა - 100 გრამი, თალგამი - 100 გრამი, მინდვრის პიტნა - 400 გრამი. ყველაფერი - გამომშრალი. დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი დღეში 3-ჯერ.

  • თუ ამ საშუალებას 150 გრამ ჩაის (მნიშვნელობა არ აქვს, მწვანესა თუ შავს ) დაამატებთ, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გამწმენდ საშუალებას მიიღებთ.

  • ხალხურ მედიცინაში, კოლიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია კომბოსტოს, გოგრის, თაფლის, პომიდორის, წიწმატის, პიტნის წვენის, ასევე საზამთროს ქერქისგან მიღებული ფხვნილის გამოყენება.

  • 1 ს/კ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში თბილი სახით.

  • 2 ჩ/კ მოცვს დაასხით 1ჭ მდუღარე წყალი. დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ, დაატკბეთ მიიღება 1/3 ჭ 5-6-ჯერ დღეში.

  • 5გრ ასფურცელას ყვავილის კალათებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ. გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ. 3-4-ჯერ დღეში. კოლიტისა და ენტერიტის დროს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი