ეს სიმპტომები გამცნობთ თუ რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს

ეს სიმპტომები გამცნობთ თუ რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს
ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორ განვსაზღვროთ დროულად, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს.

  • ცხვირიდან ხშირი სისხლდენები წარმოადგენს საგანგაშო სიგნალს, რომელიც მეტყველებს C,K,P - ვიტამინების უკმარისობაზე. K-ს მისაღებად კი ჩართეთ თქვენს რაციონში იოგურტი, თევზის ქონი, იონჯას ნედლი ფოთლები, ვიტ P-სთვის - ფორთოხლის, ლიმონის, მანდარინის ქერქი.

  • სახეზე ფერისმჭამელები (მუწუკები) და წითელი ლაქები მეტყველებს ორგანიზმში B-ჯგუფისა და A-ვიტამინების ნაკლებობაზე.

  • სხვადასხვა სახის დერმატიტი შეიძლება განვითარდეს ვიტ. B2-ის (მას შეიცავს რძე, ღვიძლი, თირკმელი, ყველი, თევზი, კვერცხი, საფუარი), B3 და B6-ის (მათ წყაროს წარმოადგენს ღვიძლი, ხორცი, პარკოსნები, მარცვლოვნები, თევზი, მშრალი საკვები საფუარი) და ვიტ. H-ის დეფიციტის ფონზე.

  • გახანგრძლივებული ეგზემა მოწმობს B-ჯგუფისა და A-ვიტამინების უკმარისობაზე. გარდა ამისა, აუცილებელია ორგანიზმში იოდის მარაგის შევსება.

  • დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობები და მოტეხილობები მოითხოვს ორგანიზმში C - ვიტამინის დამატებით შეყვანას.

  • ოსტეოპოროზი და კბილების დაშლა მოწმობს ვიტ. D-ს უკმარისობაზე. მისი მარაგი შეიძლება შეივსოს თევზის ქონის, ნაღების კარაქის, კვერცხის გულის, ღვიძლის მეშვეობით. ასევე კალციუმით მდიდარი პროდუქტების ანგარიშზე - რძე და რძის პროდუქტები, თევზეული, ყველი, სოიოს პარკი, ფოთლოვანი მწვანილი, მიწის თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა.

  • უსიამოვნო სუნი პირიდან შეიძლება გაჩნდეს ვიტ. B3-ის უკმარისობის დროს (თუმცაღა ეს არ გამორიცხავს დაავადებული კბილების არსებობს). B3 ვიტამინის მარაგის შესავსებად რაციონში უნდა ჩაირთოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა შინაური ფრინველის ხორცი, საქონლის ხორცი, ღვიძლი, ზღვის თევზი, პარკოსნები, ხორბლის აღმონაცენი.

  • ქრონიკული შეკრულობები მოწმობს ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობაზე.

ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების უკმარისობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ საკვების მიმართ მიდრეკილობებითაც (საუბარია არა გემოვნებით მიდრეკილობაზე, არამედ რაიმე პროდუქტების მიმართ მოულოდნელად წარმოქმნილ მოთხოვნილებაზე). რამოდენიმე მაგალითი:
-ბანანის ძლიერი მოთხოვნილება შეიძლება იყოს გამოწვეული ორგანიზმში კალიუმის უკმარისობით;
-ნესვისადმი მისწრაფება შეიძლება მოწმობდეს A-ვიტამინისა და კალიუმის უკმარისობაზე;
-ყველის მოთხოვნილება მოწმობს ფოსფორისა და კალციუმის უკმარისობაზე;
-რძით გატაცება მოწმობს ორგანიზში კალციუმის უკმარისობაზე. შესაძლებელია ასევე, რომ ის გამოწვეული იყოს მოთხოვნილებით ისეთი ამინომჟავების მიმართ, როგორიცაა ტრიპტოფანი, გლიცინი და ლიზინი;
-მარილიანი საკვების მოყვარულებს აკლიათ ნატრიუმი.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი