როგორ მოვირჩინე საშვილოსნოს ფიბრომა ოპერაციის გარეშე, შესანიშნავი ხალხური რეცეპტებით

როგორ მოვირჩინე საშვილოსნოს ფიბრომა ოპერაციის გარეშე, შესანიშნავი ხალხური რეცეპტებით
80 წლის ვარ. ჩემს თავზე წიქვილის ქვა არ დატრიარებულა, თორემ სხვა არაფერი დამკლებია. მიუხედავად ამისა, თავს მშვენივრად ვგრძნობ, არც მხედველობას ვუჩივი და არც მეხსიერებას. არადა, ახალგაზრდობაში ექიმებმა ფიბრომის დიაგნოზი დამისვეს და საოპერაციოდაც კი მამზადებდნენ. ოპერაციამდე ბებიამ ერთი რეცეპტი მასწავლა, რომლიც წყალობითაც 3 თვეში ისე მოვმჯობინდი, ოპერაცია აღარ დამჭირდა. გთავაზობთ ამ რეცეპტს, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

  • ეს რეცეპტი სამკურნალო მცენარეთა ნაყენებით ვაგინალურ გამორეცხვებს ითვალისწინებს. პირველ დღეს გამორეცხვა გულყვითელას ნაყენით ტარდება, მეორე დღეს - ორკბილათი, მესამე დღეს კი გვირილით, შემდეგ კვლავ გულყვითელა, ორკბილა და გვირილა.
    უმჯობესია, ნაყენი ხმელი მცენარეებისგან მოამზადოთ, თუმცა შეიძლება ნედლი ბალახის გამოყენებაც.
    ნაყენისთვის უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი მცენარე, დაასხათ ლიტრი წყალი და 15-20 წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, 2 საათით დააყენოთ და გაწუროთ. გამორეცხვები გაიკეთეთ ნელთბილი ნაყენით და არა ცხელით.

    არანაკლებ ეფექტურია ეს რეცეპტებიც:
  • საშვილოსნოს ფიბრომის დროს, ემალირებულ ჯამში რომელიც მოთავსებულია წყლიან აბაზანაში, გაადნეთ 100 გრ ფიჭვის კანიფოლი, მუდმივად ურიეთ, მას იყენებენ ვიოლინოს ხემის დასამუშავებლად (შეიძლება შეიძინოთ მაღალიაში, უნდა იყოს მუქი ფერის ) შემდეგ დაუმატეთ 20 გრ ფუტკრის ცვილი, გადნობის შემდეგ დაუმატეთ 20 გრ მზესუმზირის არარაფინირებული ზეთი სელის ქსოვილზე 10-15 სმ ზომის (შეიძლება იყოს ბიაზიც) წაუსვით მალამო, მიიკარით მუცლის ქვედა არეში, წინასწარ გაიპარსეთ თმა, მომზადებული მალამო საკმარისია 4-5 პროცედურისთვის. საფენი ატარეთ მოუშორებლად (დღე და ღამე) 2-3 დღე. მალამოს გაშრობამდე, შემდეგ შეცვალეთ საფენი. პირველი კურსისთვის საჭიროა 200 გრ კანიფოლი, 40 გრ ცვილი, 40 გრ ზეთი. გაცივებული მასა შეინახეთ ფინჯანით, საჭიროების შემთხვევაში გაალღვეთ. პირველი კურსის შემდეგ შეისვენეთ 10-15 დღე. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება ტკივილმა შეგაწუხოთ მუცლის ქვედა არეში. საჭიროა მოითმინოთ. შემდეგ ტკივილი გაივლის.

  • საშვილოსნოს მიომის და ფიბრომიომის დროს: ტყის მარწყვი ამოთხარეთ, მცენარე ძირებიანად გარეცხეთ. 30 გრ მცენარეს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ გაწურეთ, მიიღეთ 200 მლ 3-ჯერ დღეში.

  • კარტოფილის ყვავილებიდან მოამზადეთ ნაყენი: 1ს/კ გამშრალ (ან 2 ს/კ ახალ) ყვავილებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილას 1 სთ გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი