როგორ შევაჩეროთ სლოკინი უძველესი მეთოდებით

როგორ შევაჩეროთ სლოკინი უძველესი მეთოდებით
ბებიაჩემი წლების განმავლობაში საკუთარი მეთოდებით, მხოლოდ ბალახეული საშუალებებით მკურნალობდა ახლობლებს. მინდა, შემოგთავაზოთ მისი რამდენიმე რჩევა, რომლებიც სლოკინის დროს გამოგადგებათ:

  • სლოკინს ადვილად შეიჩერებთ, თუ წყალს ჭიქის საპირისპირო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჭიქაში ღრმად ჩაყავით, ოდნავ დაიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ წასწიეთ.

  • დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი - ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.

  • 2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახეხეთ გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.

  • ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესამედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირიცხეთ.
    მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.

  • აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

  • შეიკავეთ სუნთქვა, ხელები გადაიტანეთ ზურგის უკან და მტევნები გადააჭდეთ ერთმანეთს. გადაიხარეთ წინ და მოსვით რამდენიმე ყლუპი დაბალ სკამზე მდგარი ჭიქიდან. სლოკინი მაშინვე გაგივლით.

  • მუდმივი სლოკინის შემთხვევაში ყოველ დილით, ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე, შესვით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. სლოკინი 3-5 დღეში გაივლის, მაგრამ წყლის სმა ორი კვირა მაინც უნდა განაგრძოთ.

  • ერთი ჭიქა ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1 ს/კ გარეული პიტნის წვენი და ისევ წამოადუღეთ, შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი