ნაიხური და ოხრახუში თირკმელების საუკეთესო მკურნალები არიან

ნაიხური და ოხრახუში  თირკმელების საუკეთესო მკურნალები არიან
მძიმე მშობიარობის შემდეგ თირკმელებმა შემაწუხა, დროთა განმავლობაში კი ქვიშაც გამიჩნდა. მდგომარეობის დამძიმებას აღარ დაველოდე და მეგობრების დახმარებით ოხრახუშითა და ნიახურით დავიწყე მკურნალობა.

  • აიღეთ 1 კგ ახალი ოხრახუში ფესვიანად და ნიახურის მოზრდილი კონა, წვრილად დაჭერით, დაამატეთ 1 კგ ნატურალური თაფლი და 1 ლიტრი წყალი, კარგად აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. გადმოდგით და 3 დღეს გააჩერეთ, შემდეგ ისევ დაასხით 1 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ. ქურიდან გადმოდგით და გადაწურეთ. მიიღებთ ვაჟინს, რომელიც უნდა სვათ ჭამამდე, ჯერზე - 3 სადილის კოვზი. მკურნალობა ვაჟინის გათავებამდე გრძელდება. კურსის ჩატარება შეიძლება წელიწადში ორჯერ, როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ, დაავადების გამწვავებისას.

    თუ ორგანიზმში სითხე გრჩებათ, მიიღეთ შარდმდენები და თირკმელები მცენარეული ნაყენებით გაიწმინდეთ:
  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ წინასწარ გარეცხილი ნიახური და გამოწურეთ წვენი. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

  • ნახევარლიტრიან ბოთლში ჩაყარეთ ასკილი და გაავსეთ არყით, გააჩერეთ 1 კვირა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი 3-5 წვეთი ნაყენი დღეში 2-ჯერ.

  • 1 ჩაის კოვზ ვარდკაჭაჭას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 5-10 წუთი. უკეთესია მისი უზმოზე მიღება. ნებისმიერი საშუალებით მკურნალობის კურსი 1 თვეა და ტარდება შემოდგომასა და გაზაფხულზე.

  • 40 გრამ ვირისტერფას შეურიეთ ამავე ოდენობის ჟოლოს ნაყოფი და 20 გრ თავშავა. 1 ს/კ ნარევი ჩაყარეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ნახევრამდე ფრთხილად შეავსეთ მდუღარე წყლით და მდუღარე წყლის აბაზანაშივე გააჩერეთ 15 წუთი. შეგრილების შემდეგ რამდენიმე ფენა დოლბანდში გაწურეთ (ბალახები ხელით კარგად გამოწურეთ) და დალიეთ. ეს ნაყენი მოამზადეთ და მიიღეთ უშუალოდ ძილის წინ.
    ახლა დილაობით შეშუპებული აღარ ვარ, არც სარკეში ჩახედვის მეშინია და სამსახურშიც ხალისით დავდივარ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი