ხალხური რეცეპტები, რომლის მეშვეობითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე

ხალხური რეცეპტები, რომლის მეშვეობითაც მშვენივრად რეგულირდება  სისხლში ქოლესტერინის დონე
ჭარხალი საუკეთესო საშუალებაა ცხიმოვანი ცვლის მოსაწესრიგებლად და ჭარბი წონის მოსაცილებლად. ის, როგორც ახლახან შევიტყვე, ნატრიუმსა და კალციუმს უნიკალური თანაფარდობით - 10:1 - შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია იოდით - ამ მიკროელემენტის შემცველობით ბოსტნეულს შორის ერთ - ერთი პირველი ადგილი უჭირავს. უხვად არის მასში მაგნიუმიც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. ჭარხალშკი არსებულ უჯრედისსა და პექტინებს ორგანიზმიდან სწრაფად გამოჰყავთ მავნე ქოლესტერინი.

  • მავნე ქოლესტერინისა და ათეროსკლეროზისგან ორგანიზმის დასაცავად ყოველდღე უნდა მიირთვათ 0,5 კგ-დან 1კგ-მდე მოხარშული ჭარხალი - უნდა გაყოთ სამად ან ოთხად (რამდენჯერაც ტრაპეზობთ დღეში ) და ყოველი ჭამის შემდეგ შეუკაზმავად დააყოლოთ ძირითად ულუფას. კურსი 15 დღიდან თვემდე გრძელდება.

  • აიღეთ 5 ცალი ლიმონი, გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი. დარჩენილი რბილობი კანიანად მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1 თავი დანაყილი ნიორი და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს.
    ქილა საგულდაგულოდ შეფუთეთ და დილამდე სითბოში დადგით. დილით გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონის გამონაწური და 2-3 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ და დაიწყეთ ამ ნარევის მიღება ასეთი რეჟიმით: 30 გრამი დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობა 3 კვირა გრძელდება. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ქოლესტერინი საგრძნობლად დაგიქვეითდებათ.

  • აიღეთ ერთი თავი ნიორი, გახეხეთ, დაუმატეთ ერთი ცალი ლიმონის გამონაწური და ორი ჩაის კოვზი თაფლი. ნარევი გაყავით ორად და მიიღეთ დილით და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • აიღეთ 300 გრამი ნიორი, გაასუფთავეთ და დანაყეთ, დაასხით 1 ლიტრი სუფთა სპირტი და დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გააზავეთ 20 წვეთი ნახევარ წიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ. წყლის მაგივრად შეიძლება რძის გამოყენება.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი