თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის ხუთი უნიკალური მეთოდი

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის  ხუთი უნიკალური მეთოდი
სისხლძარღვები უმთავრესი გამტარებია, რომელთა მეშვეობით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ჩვენი სხეულის ყოველ უჯრედამდე აღწევს. როცა ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევთ, ისინი დიდხანს და ხარისხიანად გვემსახურებიან, ნეგატიური ფაქტორები კი მათ ადვილად აზიანებს. ამიტომაც რჩება დღენდე ინფარქტი და ინსულტი მსოფლიოში სიკვდილიანობის ორ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად. ბევრი სისხლძარღვებზე ზრუნვას საკმაოდ გვიან იწყებს, არადა ამის გაკეთება ახალგაზრდობიდანვე ჯობს -ამ შემთხვევაში ძალისხმევაც ნაკლები დაგვჭირდება და შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნება.

  1. თაფლი და ნიგოზი: 5 ცალი წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, მწიკვი კოჭა, დარიჩინი კარგად აურიეთ და 1 დღე შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ეს ნარევი 1 სუფრის კოვზი, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე, ნახევარი საათით ადრე.

  2. ხახვის წვენი და თაფლი: ერთმანეთს შეურიეთ 1/3 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  3. ნატურალური წვენები: ყოველდღე სადილობამდე და ვახშმის წინ, მონაცვლეობით მიიღეთ ნახევარი ჭიქა ბროწეულის, ვაშლის და სტაფილოს წვენი.

  4. ოროვანდის ნაყენი: 10 გრამი ოროვანდის ფესვი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 4 სუფრის კოვზი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

  5. სასარგებლო პროდუქტები: საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი მანდარინი, პეშვი ქიშმიში და ნიგოზი. 15-20 წუთის შემდეგ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, რომელსაც დამატებული ექნება 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის ნაჭერი. 10-15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ შეუდგეთ საუზმეს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი