სახლის უკან ეზოში თამაშის დრომ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ აქ ავტომობილია დამარხული. მალე მათთან პოლიციელები მივიდნენ... 

ძმებს, რომლებიც 1978 წელს ლოს-ანჯელესში იზრდებოდნენ, ახალი ფერარის ავტომობილზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. ბავშვები კარგად ხვდებოდნენ, რომ მათი მშობლები არც ასეთი მდიდრები იყვნენ. წარმოიდგინეთ, ბიჭები როგორი გაოცებულნი იყვნენ, როცა საკუთარი სახლის უკანა ეზოში თამაშის დროს მიწაში მათი ოცნების მანქანა აღმოაჩინეს! პოლიციელები, რომლებიც ბიჭების მშობლებმა გამოიძახეს, აღიარებდნენ რომ ასეთი რამ ჯერ არ ენახათ. 



წესრიგის დამცველების დახმარებით სწრაფად მოაშორეს მიწა. აღმოაჩინეს, მიწაში დამარხული იყო 1974 წელს გამოშვებული ფერარი Dino 246 GTS. ამ სახლში ოჯახი ახლახანს გადმოვიდა და ასეთი საგანძურის შესახებ წარმოდგენა არავის ჰქონდა. 



მანქანა ძველ აუზში ფრთხილად იყო დამარხული. ადამიანები, რომლებმაც ფერარი დამარხეს, უდავოდ დაბრუნებას აპირებდნენ: ფერარის კორპუსი ქსოვილით კარგად იყო შეხვეული. უცნობებმა იზრუნეს, რომ მანქანის შიგნით მიწა არ მოხვედრილიყო. 



შემდეგ გაირკვა: ავტომობილი კანონიერ მფლობელებს მოპარეს. თავად ბანდიტებს, როგორც ჩანს, სამართალმა მანამდე მოუსწრო, სანამ ავტომობილით სარგებლობა მოახერხეს. დამნაშავეებმა მხოლოდ უკეთეს დრომდე ავტომობილის გადამალვა მოასწრეს. 




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა