ახლობელმა არითმიისა და ქოშინის სამკურნალო, მცენარეული საშუალებები მასწავლა

ახლობელმა არითმიისა და ქოშინის სამკურნალო, მცენარეული საშუალებები მასწავლა
ბოლო დროს დამჩემდა მაღალი წნევა, გულის ფრიალი, დამემართა თრომბოფლებიტი. ექიმთან მისვლის ნერვებიც კი აღარ მაქვს, თანხას რომ თავი დავანებოთ...ჩემი ქალიშვილის მეგობარმა მცენარეული წამალი მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა. ის ასე მზადდება:

  • ვიღებთ 1 ჩაის კოვზ თავშავას, ამდენივე კრაზანას და ნახევარ ჩაის კოვზ ქრისტესისხლას. ვასხამთ 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და თავახდილს ნახევარი საათით ვაყენებთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. შეგიძლიათ, მიიღოთ ჭამის შემდეგ თაფლთან ან მურაბასთან ერთად.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთით დადგით. მიიღეთ ყოველდღე ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

    არითმიასა და ქოშინს მოგიხსნით

  • აიღეთ 0,5 კგ ლიმონი (გამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ), 0,5 კგ თაფლი და 20 ცალი გაფცქვნილი და დაფქული გარგარის კურკის გული. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მთელი ღამით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, დილით კი მაცივარში შედგით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ დილით, ჭამამდე.

  • რაკი არითმიის წამალი გასწავლეთ, ბარემ გულის მიზეზით გამოწვეული ჰაერის უკმარისობის მოსახსნელ საშუალებასაც შემოგთავაზებთ. მე თვითონ ვსვამ და ძალიან მიხდება.

  • აიღეთ 1 კგ თაფლი, დაამატეთ 10 ლიმონის წვენი და მანქანაში გატარებული 10 კბილი ნიორი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, ჩაასხით მინის ქილაში, დაახურეთ თავზე და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ ყოველდღიურად 4-4 ჩაის კოვზი, მაგრამ კი არ გადაყლაპოთ, არამედ დიდხანს წუწნეთ. ვისაც ქოშინი აწუხებს, ვურჩევ, აუცილებლად სცადოს ეს წამალი. მე ორი მეტრის გავლაც კი მიჭირდა, მაშინვე ქოშინი მივარდებოდა. შეიძლება ითქვას, ამ წამლით მიდგას სული.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი