როგორ დავამზადოთ ვაშლის ძმარი და გამოვიყენოთ მისი სამკურნალო თვისებები

როგორ დავამზადოთ ვაშლის ძმარი და გამოვიყენოთ მისი სამკურნალო თვისებები
ვაშლის ძმარი რომ სასარგებლოა, ბევრს სმენია. ზოგიერთები მას თმის ბზინავრებისათვის თავზე გადასავლებად იყენებენ. ძმრის წყალხსნარით ტანს უზელენ ავადმყოფებს ცხელების დროს ტემპერატურის დასაქვეითებლად. მწერების ნაკბენი ადგილების დამუშავება ამ საოცარი სითხით ან შესაბამის უბნებზე ძმრიანი კომპრესების გამოყენებაც არახალია. თუმცა ვაშლის ძმრის მნიშვნელობა და მარგებლობა ორგანიზმისათვის ამით როდი იწურება. ამ საოცარ სითხეს საპატიო ადგილი უპყრია როგორც საოჯახო აფთიაქში, ასევე ხალხურ (ალტერნატიულ) მედიცინაში. ჩვენი წინაპრები მას თითქმის პანაცეად მიიჩნევდნენ.
  • ვაშლის ძმარი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისათვის ვაშლი კანიანად მსხვილ ლებნებად უნდა დაჭრათ, გარკევული ხნით გააჩეროთ იმისათვის, რომ გამუქდეს (გაშავდეს ჰაერზე). ამის შემდეგ მიღებული მასისგან წვენი უნდა გამოწუროთ, ჩაასხათ კერამიკულ ან მინის ჭურჭელში და თავზე რეზინის ბალონი ჩამოაცვათ (რომელსაც ფერმენტაციის შესაბამისად წელვადობა შეეძლება). წვენით სავსე ჭურჭელი თბილ ადგილას (25-26 გრადუს ტემპერატურის პირობებში) უნდა მოათავსოთ. ფერმენტაციის პერიოდი შესაძლოა 1-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ ეს ალკოჰოლური სითხე მომინანქრებულ ჯამში უნდა გადაასხათ, ნაჭერი დააფაროთ და მეორეული ფერმენტაციისათვის გააჩეროთ. ამ პერიოდში სასურველია ძმრის "დედა" (ბაქტერიებისგან შემდგარი ერთგვარი აპკი) დაამატოთ. სითხე ე.წ. "დედის" გარეშეც დაძმარდება, უბრალოდ, პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

    სამკურნალო თვისებები

  • ძმრის წყალხსნარი (აუცილებლად თბილ წყალში) წარმატებით გამოიყენება ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს ყელში გამოსავლებად. ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით, მდიდარია აგრეთვე B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიების (სისხლნაკლებობის) დროს. სასარგებლოა ართრიტების, ასთმისა და შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც. პექტინების შემცველობის წყალობით ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას (პექტინები ხელს უშლიან ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ ბეტა - კაროტინთან ერთად ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს). მზით დამწვარი უბნები სასურველია ძმრის წყალხსნარით დაიზილოთ. ვაშლის ძმარში შემავალი ბორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კალციუმის მეტაბოლიზმში, ამიტომაც ეს სითხე რეკომენდებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის და დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა ჯანმრთელობისთვის.

  • რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვაშლის ძმრის pH ძალიან ახლოსაა ადამიანის კანის pH-თან, ამიტომაც ის თამამად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ძმრის ხსნარით სახის გაწმენდა კარგ ეფექტს იძლევა როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის (კანი რბილი და ნაზი ხდება). ვაშლის ძმრის სუსტი ხსნარის გამოვლება ამაგრებს ღრძილებს და ხელს უწყობს კბილებზე არსებული ნადების გახსნას.

  • აბაზანები ტვინისთვის და ძალ-ღონის აღსადგენად და ასეთი აბაზანა განსაკუთრებით ახალგაზრდა, გონებრივად მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის ფესვი და ორკბილა. დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 500 გრამ ნარევს დაასხით 5 ლიტრი ადუღებული წყალი და 5-7 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე. დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გაწურეთ და წყლით
    ნახევრად სავსე აბაზანაში ჩაასხით.
    წყლის ტემპერატურა 35-37 გრადუსი უნდა იყოს, პროცედურის ხანგრძლივობა - 10 -15 წუთი. ასეთი აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ძალ-ღონის აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი