ხალხური მედიცინა კატარაქტასაც კი შველის...

ხალხური მედიცინა კატარაქტასაც კი შველის...
ისეთ დაავადებასაც კი, როგორც არის კატარაქტა, ხალხური რეცეპტებით მკურნალობენ. შესაძლოა, ამაზე ბევრს გაეცინოს - ამ დაავადებას ხომ ოპერაციის გარდა არაფერი შველისო.
მეც ვეთანხმები ამ აზრს, ისიც ვიცი, რომ სადღეისოდ ბროლის შესაცვლელად ეფექტური ტექნოლოგიები არსებობს, მაგრამ ოპერაციაზე ყველას არ მიუწვდება ხელი. დაავადების საწყის სტადიაში შესაძლებელია პროცესის ასე თუ ისე შეჩერება.

კარგია შავი მოცხარის, ბაბუაწვერას ფოთლებისა და ოროვანდის ფესვების ჩაი.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის შავი მოცხარი და ბაბუაწვერას ფოთოლი, ერთმანეთში აურიეთ, 1 ჩაის კოვზს დაასხით მდუღარე წყალი, 10 წუთს დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჩაის კოვზ ოროვანდის ფესვს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 12 საათს, შემდეგ 5-10 წუთით წამოადუღეთ, გადაწურეთ და შეურიეთ მოცხარისა და ბაბუაწვერას ნაყენს. მიიღეთ დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამასთან ერთად ერთი თვის განმავლობაში ყოველ დილით, უზმოზე, აუცილებლად დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი (როგორსაც გაუძლებთ) - ეს სისხლძარღვებს გაგისუფთავებთ. შემდეგ 15 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ. კურსი იმდენჯერ ჩაიტარეთ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლით.

  • აიღეთ 1 ცალი მოზრდილი ქათმის კვერცხი და კარგად მოხარშეთ. გაფცქვენით, თავი მოაჭერით, გული გამოუღეთ, ცილა კი პატარა ჭიქაში ჩადეთ და თაფლით ამოავსეთ. დატოვეთ ერთი ღამით. დილით თაფლის ნაცვლად იქ თხელი სითხე დაგხვდებათ, რომელიც კარგად უნდა გაწუროთ და ჩაიწვეთოთ თვალში 2-3-ჯერ, ჩაწვეთების შემდეგ თვალები კარგად აამოძრავეთ, რათა წამალი თანაბრად განაწილდეს. თავი 2 წუთით უკან გადაწეული გეჭიროთ.
    მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. შეგიძლიათ, გაიმეოროთ წელიწადში ერთხელ.

  • სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (3:1). ოხრახუშის მაგივრად შეიძლება ჭარხლის წვენის გამოყენებაც.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი