რისთვის არიან მზად მამები თავიანთი ქალიშვილებისთვის. საქციელი, რომელმაც მისი მომავალი ცხოვრება შეცვალა. 

რისთვის არიან მზად მამები თავიანთი ქალიშვილებისთვის. საქციელი, რომელმაც მისი მომავალი ცხოვრება შეცვალა. 
რაც არ უნდა შინაგანად იდეალური ვიყოთ, თუ გარეგნულად ეტალონს არ წარმოვადგენთ, საზოგადოებაში აღიარების მიღება რთული იქნება. 
სწორედ ამიტომ ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე, განსაკუთრებით ქალები. რამდენი დრო შეუძლიათ მათ დახარჯონ საკუთარი სახის, სხეულის და თმის მოვლაზე. უამრავი რაოდენობის ნიღბები, განსხვავებული ვარცხნილობა, შეიძლება უსაზღვროდ ჩამოვთვალოთ. 

პატარაობიდან გოგოებს სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთებას ასწავლიან...მხოლოდ პატარა რაილიმ ვერ შეძლო ამის საკუთარ თავზე გამოცდა. 



გოგონა აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ როცა 1.3 თვე შეუსრულდა, თმები თანდათან დაცვივდა. ექიმმა ოჯახს შეატყობინა, რომ გოგონას აქვს ალოპეცია - პათოლოგიური თმის ცვენა, რაც თმის ნაწილობრივ ან მთლიან გაქრობას იწვევს თავზე ან სხეულზე. 

მისი მშობლები, ჩელსი და დეივი, ყოველთვის ცდილობენ რაილის გამხნევებას და რაილის დაბალ თვითშეფასებაზე ზეგავლენის მოხდენას. მომხდარის გამო გოგონას საკუთარი თავი არ უყვარს... ის ისეთი არ იყო როგორც სხვები და ამასთან შეგუება და მიღება უჭირს. 

ბავშვის ასეთი ნათქვამი მშობლებისთვის იმედის გამაცრუებელია. ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან, თუ რაილი უფრო თავდაჯერებული გახდება.



დეივიმ არაერთხელ უთხრა გოგონას, რომ მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული გოგონაა და არა მისი გარეგნობის გამო! თუმცა საუბრით საქმე არ დამთავრებულა... მამა ბავშვთან ერთად აბაზანაში შევიდა და მასთან ერთად თმა გადაიხოტრა!

ეს არაჩვეულებრივი საქციელია, რომელმაც მამა და ქალიშვილი ერთმანეთს ძლიერ დააკავშირა. ჩელსმა ამ ამაღელვებელი მომენტის აღბეჭდვა მოასწრო და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, სადაც ვიდეო პოპულარობა მალე მოიპოვა.  200 000-ზე მეტი ნახვა. 



სინამდვილეში პროგრესი ნამდვილად არსებობს. გოგონა ტანვარჯიშით არის დაკავებული და შეჯიბრებებზეც გამოდის!



ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან. სხვისი აზრი მათ თავდაჯერებულობას მატებს. ყველა მშობლის ვალდებულებაა, რომელთაც სურთ მათი შვილის ბედნიერება, ამ მხარდაჭერის აღმოჩენა. ხშირად ეს არა მხოლოდ სიტყვებით არამედ საქციელით გამოიხატება, რადგან ხშირად სწორედ დედა ან მამა ბავშვისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს.