ზოდიაქოს 5 წყვილი, რომლებიც ერთად ვერ იცხოვრებენ

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისებური ხასიათი აქვს. ხშირად ისე ხდება, რომ ზოდიაქოს ერთი ნიშანი კონკრეტულ სიტუაციაში ვითარდება, რაც მეორე ნიშნისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. ამ პრობლემებს თავი რომ აარიდოთ, უნდა იცოდეთ როგორც წყვილი მშვიდად იცხოვრებთ თუ ეს ზედმეტად რთული დავალებაა. სწორედ ამიტომ სანამ ნაბიჯს წინ გადადგამთ, FPAPARAZZI-ის რედაქციამ ყველაზე ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნების წყვილები შეადგინა. 

  • ტყუპები და ქალწული

    მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტა მერკურია, რომლის წყალობითაც ურთიერთობაში ღმერთები არიან, თანაცხოვრების საკითხი - სრულად განსხვავებული ისტორიაა. ტყუპები - უფრო მეტად მოაზროვნეები არიან, რომელთაც უყვართ იდეების გაზიარება, ასევე იმის თქმა, თუ რას გრძნობენ კონკრეტულ საკითხზე. მეორე მხრივ, ქალწული უფრო მიდრეკილია საკითხის პრაქტიკულ მხარეზე და მოთმინება არ ყოფნით იდეის მიმართ, რომლის განხორციელებაც ცხოვრებაში რთულია. თუ ორივე ზოდიაქოს ნიშანმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, ქალწული თავის სიმშვიდეს დაკარგავს და ურთიერთობის გაწყვეტას გადაწყვეტს. ტყუპები თავის კომუნიკაციის უნარს გამოიყენებს, რომ ქალწული დაარწმუნოს რომ ეს მხოლოდ მცირე ხნით იმუშავებს. 


  • ლომი და მორიელი

    ზოდიაქოს ორივე ნიშანი ბუნებით ვნებიანი და ძლიერი პიროვნება არის. ლომი ცოტათი ეგოისტურია, მორიელი კი გრძნობს რომ მის სიყვარულს სათანადოდ არ პასუხობენ. ორივე ერთმანეთს დაეჯახება, იმის ნაცვლად რომ კონფლიქტი მოაგვარონ. იმის აღქმა რომ მეორე ნახევარი არ ზრუნავს და ვერ ხვდება, თანდათან გაიზრდება. თითოეული დარწმუნებული იქნება თავის აზრზე ამ საკითხის მიმართ და კომპრომისზე არც დაფიქრდება. შედეგად, უმჯობესია ერთად ცხოვრებაზე უარი თქვათ, ვიდრე შანსი მისცეთ და შემდეგ ინანოთ. 


  • თხის რქა და ვერძი

    ზოდიაქოს ორივე ნიშანი ამბიციურია და მიზნის მიღწევაზე არის ორიენტირებული, რაც შეიძლება მათი ერთმანეთთან მიზიდვის მიზეზი გახდეს. თუმცა თხის რქა უფრო მეტად ფრთხილი და ძალიან თანმიმდევრულია თავის მიდგომებზე. მეორე მხრივ, ვერძი ყოველთვის მიზნის მიღწევას ჩქარობს. ორივე მიდრეკილი არის დაუფიქრებლად გადაწყვეტილების მიღებისკენ. ყველაზე უსიამოვნო თხის რქისთვის - ეს ერთად მიღების გადაწყვეტილების არარსებობაა ვერძის მხრიდან, რადგან ის პარტნიორს მნიშვნელოვან საკითხებზე საქმის კურსში არ ჩააყენებს. იქნება ეს ფინანსური გადაწყვეტილება ან სხვა საკითხი კარიერასთან დაკავშირებით, თხის რქა ვერძს როგორც უპასუხისმგებლო ადამიანს ისე აღიქვამს და მისგან იღლება. 


  • კურო და მშვილდოსანი

    ზოდიაქოს ორივე ნიშანმა ერთად ცხოვრებაზე არც უნდა იფიქრონ მიუხედავად იმისა, რამდენი საერთო შეიძლება მათ შორის წარმოიშვას. მათ ღირებულებების სხვადასხვა ნაკრები აქვთ. კურო ურთიერთობაში უფრო მეტად სტაბილურობისკენ არის ორიენტირებული და საკმაოდ ჯიუტია. მშვილდოსანს, თავის მხრივ, არ უყვარს მიჯაჭვულობა, ის ეძებს სპონტანურობას და ცხოვრობს ამ წუთით. მშვილდოსნის ეს თავგადასავლების მოყვარული სული მჯდომარე ცხოვრების მოყვარულ კუროს აიძულებს ნერვიულობას და თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს. ურთიერთობაში ორივე კომფორტის ნაკლებობას იგრძნობს. 


  • კირჩხიბი და სასწორი

    კირჩხიბი უფრო მეტად ემოციურად მგრძნობიარე და სახლის ნიშანია. სასწორი, მეორე მხრივ, თავისი პარტნიორის ძალისხმევას აფასებს, მაგრამ ასევე აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებაც სურთ. მათ სურვილი გაუჩნდებათ მეგობრებთან ურთიერთობა ჰქონდეთ და გაატარონ დრო სახლის გარეთ, რაც შეიძლება ერთგული და ემოციური კირჩხიბისთვის საწყენი იყოს. 

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა