წითელ ქარს დინდგელის მალამო და ცარცი კურნავს

წითელ ქარს დინდგელის მალამო და ცარცი კურნავს
წლებია, წითელმა ქარმა სიცოცხლე გამიმწარა. ყველა სიკეთესთან ერთად, ქვედა კიდურებზე ლიფოსტაზიც მაქვს და ყოველ ზაფხულს შიშის კანკალით ველი. დაიჭერს თუ არა სიცხეებს, ქვედა კიდურები მიშუპდება და რამდენიმე დღეში წითელი ქარიც მიმწვავდება მისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურით, სხეულში ტეხის შეგრძნებით და, რაც მთავარია, გუნება-განწყობის საგრძნობი გაურესებით. რამდენჯერმე უშედეგოდ ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე, ისევ ხალხური საშუალებები მეცადა.

  • გამწვავებისას ჭვავის ან/და კარტოფილის ფქვილს ვიყრიდი გაწითლებულ ადგილზე და ზემოდან კომპრესის ქაღალდს ვიფარებდი. მერე უნდა შეიხვიოთ და გაიჩეროთ ერთი დღე. სახვევი ყოველდღე უნდა იცვალოთ.
    თავად პროცედურა უნდა ჩატარდეს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე. ძალიან მომიხდა გაწითელბულ ადგილებზე ქაფურისზეთიანი ბამბის დადებაც, რომელიც ზემოდან უნდა გადაიხვიოთ. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში 2-ჯერ. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ეფექტი მაინც დინდგელის მალამოს გამოყენების შემდეგ ვიგრძენი. განსაკურნებლად აუცილებელია დღეში 3-4-ჯერ დინდგელის მალამოს წასმა დაზიანებულ ადგილზე ტკივილი და ქავილი საგრძნობლად შეგიმცირდებათ, თუ ორ საათში ერთხელ მტკივან ადგილებზე ღორის მუცლის ქონს წაივამთ.

  • გარდა ამისა, ვაქუცმაცებდი ცარცს და და ვურევდი მის ფხვნილს პენიცილინში 1:1 თანაფარდობით. ამ ნარევს ვუსვამდი წითელ შალის ქსოვილზე და ამასაც ვიდებდი ფეხზე, ოღონდ ელასტიკური დოლბანდით ვიხვევდი და მთელი ღამით ვიტოვებდი.
    გაითვალისწინეთ, წითელი ქარისას კანზე ცელოფანის დაფარება არ შეიძლება, წითელი შალის ქსოვილი კი კიდურიდან კარგად იწოვს მცხუნვარებას და სიწითლეს აქრობს, ამაში თავად დავრწმუნდი. ასე ვმკურნალობდი 10 დღე და ყველაფერმა გამიარა. ასე რომ, თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა აქვს, გამოსცადოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი