ჩემმა სტომატოლოგმა ღრძილების ანთების სამკურნალო არაჩვეულებრივი, ხალხური რეცეპტები მირჩია

ჩემმა სტომატოლოგმა  ღრძილების ანთების სამკურნალო არაჩვეულებრივი, ხალხური რეცეპტები მირჩია
კარგა ხანია, ღრძილები მაწუხებს. დროდადრო მიჩირქდებოდა და მისივდებოდა კიდეც. ხან რომელ ექიმთან მივედი, ხან რომელთან. ბოლოს ჩემს მხსნელსა და კეთილისმყოფელ ექიმს მივაგენი. მისმა მკურნალობამ მიშველა, მაგრამ უსახსრობის გამო მასთან ვეღარ ვიარე. ექიმი მიხვდა ჩემი გაუჩინარების მიზეზს, თავად მომძებნა და რამდენიმე რეცეპტი მასწავლა, რომლებსაც პერიოდულად ვიყენებ. ჩემი ექიმის თანხმობით მინდა ეს რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ - იქნებ ვერც თქვენ დადიხართ ექიმთან და ამან მაინც გიშველოთ.

  • ორ სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და პირში გამოივლეთ. ეს ნაყენი ანგინასაც უხდება.

  • კიდევ ერთი სავლები: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მარწყვის გამხმარი ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი ერთი დღის ულუფაა.

  • ღრძილების გასამაგრებლად ღეჭეთ კომბოსტოს მწნილი.

  • 1 სუფრის კოვზ მუხის წვრილად დაჭრილ ქერქს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, თავდახურულს 15-20 წუთით ვაჩერებთ წყლის აბაზანაში, შემდეგ ანადუღარი წყლით პირვანდელ ოდენობამდე ვავსებთ და დღეში რამდენიმეჯერ ვივლებთ პირის ღრუში გამოჯანმრთელებამდე.

  • ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში ჩვეულებრივი ნელთბილი წყალი.

  • ყოველდღე, დღეში 3-ჯერ, უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი სუროს ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაკეპილ სუროს ფოთოლს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 10 წუთით ვაყენებთ და გადავწურავთ.

  • როდესაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნი დაავადებული კბილებით არის გამოწვეული, გამოიყენეთ ეს საშუალება: 200 მლ ხარისხიან არაყში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი თაფლი, შეათბეთ, პირში ჩაიგუბეთ და 10-15 წუთს გაიჩერეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი