ნაოჭების საწინააღმდეგო მათრობელა ნიღაბი - გასაოცარი შედეგით!

ნაოჭების საწინააღმდეგო მათრობელა ნიღაბი - გასაოცარი შედეგით!
სახის მოვლა ყველა ქალისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რათა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს მომხიბვლელობა. მინდა შემოგთავაზოთ გამაახალგაზრდავებელი ნაზავის რეცეპტი. მის მომზადებას ორი კვირა მაინც სჭირდება, მაგრამ, მერწმუნეთ, ამად ღირს.

ნიღბისთვის საჭიროა:
  • 1 ს/კ გვირილის ყვავილი (ან 2 პაკეტი გვირილის ჩაი)
  • 1 ჩ/ჭ მშრალი თეთრი ღვინო
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • პურის ფქვილი ან შვრია

მომზადების წესი:
გვირილას დაასხით ღვინო და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში. კვერცხის გულს შეათქვიფეთ თაფლი და ზეთი, დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი ღვინის ლოსიონი. მიღებული ნარევი შეასქელეთ ფქვილით ან შვრიით.

გამოყენების წესი:
სახის კანი (კისერი, დეკოლტეს მიდამო) გაიწმინდეთ, დაისველეთ ლოსიონით და წაისვით ნიღაბი. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კანი ისევ გაიწმინდეთ ლოსიონით და წაისვით კრემი. ლოსიონი გამოიყენეთ დღეში 1-2-ჯერ, ხოლო ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ნაადრევ ნაოჭებს კრაზანაც ებრძვის
  • აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი და დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გადაწურეთ. ეს ნაყენი კარგია მშრალი კანისთვის.

    ბანანის მატონიზებელ თვისებებს ბევრი უკვე იცნობს, თუმცა ზოგიერთს, განსაკუთრებით - მშრალი კანის პატრონებს, მათი შეხსენება არ აწყენდათ.

  • ჩანგლით გასრისეთ ბანანი, დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, ზემოდან კი ბანანის ნიღაბი გადაისვით. ერთი ფენა რომ გაშრება, მეორე დაამატეთ. შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, რომ სწრაფად არ გაშრეს.
    ნიღაბი 30-40 წუთი დაიტოვეთ, მერე კი ფრთხილად მოიცილეთ ბამბის ტამპონით. მკურნალობის კურსი 10 პროცედურაა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი