სასარგებლო რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში

სასარგებლო რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში
გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება თქვენი არჩევანია. თქვენზეა დამოკიდებული იზრუნებთ თუ არა საკუთარ თავზე. განა რამეა ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი? სწორედ დროის ნაკლებობის გამო და უამრავი პრობლემის გამო გვავიწყდება საკუთარი თავი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და ძალიან მალე შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს.

რეცეპტები ყოველდღიურ ცხოვრებაში:

  • ბაბუაწვერას წვენი, როგორც დასაზელი საშუალება, კარგია ხერხემლის დაავადებისათვის, რადიკულიტისა და სხვადასხვა ართრიტებისათვის;

  • არ არის რეკომენდებული მცენარეული ნაყენის ან ნახარშის თერმოსში მომზადება. ამ დროს მიიღება ე.წ. "მკვდარი წყალი", რომელსაც მკვეთრი ნეგატიური ენერგია გააჩნია;

  • თუ გაზაფხულზე, ორი კვირის განმავლობაში მიიღებთ ვირისტერფას ნაყენს, მოგეხსენებათ ზამთარში წარმოქმნილი ანთებითი პროცესები, ორგანიზმი გათავისუფლდება რადიაციისაგან;

  • სკლეროზის დროს კარგია ყოველდღე 300 გ ვაშლის ჭამა. ამ დროს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება, სკლეროზული მოვლენები თითქმის წყდება;

  • წნევის დასაწევად ნედლი კარტოფილი უნდა გატარდეს ხორცის საკუწ მანქანაში და დილით და საღამოს მიიღოთ 50-50 გრამის ოდენობით. გატარებული მასა ინახება გრილ ადგილას;

  • ნედლი ნიორი დაიდეთ მაზოლზე და შეიხვიეთ. რამდენიმე დღე ნახვევი არ მოიხსნათ. 1 კვირის შემდეგ, მიუხედავად ტკივილისა, მაზოლი მოგცილდებათ;

  • კბილის ტკივილის დროს მოადუღეთ სალბი და თბილი ნაყენი გაიჩერეთ პირში (განსაკუთრებით მტკივნეული კბილს მხარეს). პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.

  • შაქრიანი დიაბეტის ფონზე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, ძირმაგარების გაჩენისას ოროვანდის ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, ადუღებენ 5 წუთს. იღებენ 3 - ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზს;

  • ცაცხვის ნაყენს ( 1 სუფრის კოვზი ყვავილი დუღდება 1 ჭიქა წყალთან ) სვამენ 50 გრამს დღეში 3-ჯერ, ფსიქიკური დაავადებისას;

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში ცაცხვის ყვავილის, გვირილის, დიდი კამის თანაბარ რაოდენობას. აურევენ, აიღებენ 1 სუფრის კოვზ ნარევს და მოადუღებენ 1 ჭიქა წყალთან. სვამენ უზმოზე 1/3 ჭიქას 3-ჯერ დღეში. განკურნება შესაძლებელია დიეტის დაცვისას;

  • მომატებული მჟავიანობის განსაკურნებლად თანაბარი რაოდენობით იღებენ ცაცხვის ყვავილს, სელის თესლს, პიტნის ფოთლებს, კოთხუჯის ფესვებს, დიდ კამას. აურევენ, აიღებენ 1 სუფრის კოვზ ნარევს, მოადუღებენ 1 ჭიქა წყალში. სვამენ 50-50 გ დღეში 2-ჯერ (პირველი 50 გ უზმოზე) ერთი თვის განმავლობაში. თუ ძმარვა კვლავ გამოვლინდა, მკურნალობის კურსი გამეორდეს;

  • ხალხური მედიცინა გვირჩევს ასისთავას საშუალებით ალკოჰოლიზმისგან თავის დაღწევას. 2 სუფრის კოვზ მცენარეს ასხამენ 0,5 ლ მდუღარეს. დგამენ 6 საათის განმავლობაში. მიიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ;

  • სარძევე ჯირკვლების გამაგრებისას საჭიროა ცაცხვის ყვავილების ნაყენის სველი საფენების გამოყენება 3-4-ჯერ დღეში;

  • ყურის ტკივილისას კეთდება ღვიის ფოთლების ნახარშის კომპრესი, ხოლო ყურის ანთების ან ჩირქოვანი გამონადენისას აწვეთებენ 3-4 წვეთ პირშუშხას წვენს 3-ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია