კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო უნიკალური საშუალება

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო უნიკალური საშუალება
ქაცვი ხშირტოტიანი და დაბალტანიანი, საკმაოდ ეკლიანი ბუჩქი ან ხეა 4-8 მ სიმაღლის. მისი ფოთლები კიდემთლიანია, ნაყოფი -მრგვალი, ნარინჯისფერი ან მოწითალო, წვნიანი და კურკიანი. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო - ოქტომბერში, იმის მიხედვით თუ რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან გავრცელებული. უმეტესად გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლემდე. ჭალებში, მშრალ ფერდობებზე, თუმცა ნესტიან ადგილებზე უფრო ვითარდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ერთნაირად იტანს ზაფხულის მკაცრ სიცხეს და ზამთრის მკაცრ სიცივეს.
სამკურნალოდ იყენებენ ნაყოფს და თესლს.

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თვიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.

    ქაცვის ზეთის მომზადება:
  • ქაცვის ზეთის მისაღებად გაჭყლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). ნარევი შედგით ჰაერღუმელში წყლის აბაზანით და გააჩერეთ იქ 24 სთ-ის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე.
    უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იშლება და მიღებულ ზეთს ეკარგება სამკურნალო თვისებები. შემდეგ შეგრილებული ნარევი გაწურეთ.
    თუ გინდათ მიიღოთ უფრო დიდი პროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთი, წვენგამოწურულ ახალ მასას დაასხით უკვე მიღებული ქაცვის ზეთი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, ბოთლებში. ერთი კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ.

სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი