წიწაკის ნაყენი - ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რადიკულიტების, რევმატიზმის, ართრიტის, მიოზიტის და მოყინვის დროს.

წიწაკის ნაყენი - ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება  რადიკულიტების, რევმატიზმის, ართრიტის, მიოზიტის და მოყინვის დროს.
წიწაკა უძველესი კულტურაა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. დიდი გამოყენება აქვს კულინარიასა და მედიცინაში. წიწაკა მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით B ჯგუფის, კაროტინით, მიკროელემენტებით და მინერალებით. წიწაკაში აღმოჩენილია კალიუმი, ნატ-რიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი და ქლორი.

წიწაკა შეიცავს ალკალოიდს კაპსაცინს, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მონელებას და კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას. კაპსაცინი ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს ინფარქტისა და ინსულტის შემდეგ. წითელ წიწაკას გააჩნია ორგანიზმის გამწმენდი მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში 3 თვე რჩება. ყოველივე ეს აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მადას, ებრძვის ანემიას, ხელს უწყობს თმის ზრდას და კარგად მოქმედებს კანზე. ორგანიზმს იცავს გაციებისგან.

როცა იგრძნობთ, რომ ცივდებით მაშინვე უნდა მიიღოთ 1/4 ჭიქა წიწაკის ნაყენი. ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 0,5ლ არაყში მოათავსეთ 1 ც პატარა ზომის წითელი წიწაკა და გააჩერეთ 7 დღე ბნელ ადგილას. მისი სპირტიანი ნაყენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში გარეგანი ხმარებისას.

ნაყენის მომზადება:



წიწაკას აქუცმაცებენ, ასხამენ 90% სპირტს 1:10 თანაფარდობით და აჩერებენ ერთი კვირის განმავლობაში. წიწაკის ნაყენი შეიძლება მომზადდეს არაყზეც. წიწაკის ნაყენი იხმარება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რადიკულიტების, რევმატიზმის, ართრიტის, მიოზიტის და მოყინვის დროს.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი