აირჩიეთ ადგილი, სადაც გსურთ იყოთ ამ წუთას და გაიგეთ რა გაკლიათ 

აირჩიეთ ადგილი, სადაც გსურთ იყოთ ამ წუთას და გაიგეთ რა გაკლიათ 
ყოველდღიური ციკლის, საქმეების და მოვლენების დროს ძვირფას წუთებს ვკარგავთ, რომ ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვიყოთ. ზოგჯერ ასეთი უბრალო და ამავდროულად მნიშვნელოვანი რამ გვაკლია. გაინტერესებთ რა? მაშინ FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ გაიაროთ ეს ტესტი და გაიგოთ თუ რა გაკლიათ ამ წუთას. 

ტესტის გასავლელად მოდუნდით, დააკვირდით სურათზე მოცემულ ამ 8 ადგილს. თითოეული მათგანი ლამაზი, განუმეორებელი და თავის მხრივ მიმზიდველია. თქვენს გულს მოუსმინეთ. დაფიქრდით სად ისურვებდით ახლა აღმოჩენას. 

ტესტის შედეგები:

  1. გრძელსკამი ბაღში 

    თქვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა, საუბარი. არა უბრალოდ რამდენიმე სიტყვა, არამედ ხანგრძლივი სულიერი ბაასი. იპოვეთ დრო დიდი ხნის მეგობრისთვის, სთხოვეთ თქვენთვის დროის დათმობა, რომ მასთან თუნდაც დილამდე ისაუბროთ ყველაფერზე, წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე...



  2. ბილიკი ტყეში 

    თქვენ გჭირდებათ ცვლილება, განახლება, თუმცა არა კარდინალური. თქვენი ცხოვრების არსი თქვენთვის მისაღებია. მცირე ცვლილება, თუნდაც გარეგნულად აუცილებელია. შეიძლება შეიცვალოთ თმის ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი ან სახლში ავეჯი განაახლოთ? ან თუნდაც აითვისოთ ახალი პროფესია ან მოქმედების სფერო გააფართოოთ.


      
  3. ყავა ლამაზი ხედით 

    თქვენ გჭირდებათ გრძნობების განახლება, ცხოვრებისთვის გემოს შემატება. ცხოვრება ზედმეტად უმარილო გახდა. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მოგზაურობა. სცადეთ თქვენთვის რაღაც უჩვეულო: ცხენით ჯირითი, ფეინთბოლი, პარაშუტით ხტომა. თუმცა სულელური რისკი არ დაუშვათ. 



  4. სახლი მთაში 

    თქვენ უბრალო მშვიდი ცხოვრება გჭირდებათ. ძალიან დაიღალეთ. იდეალური იქნება - სოფელში წასვლა, სადაც ბევრი ადამიანი არ იქნება. ღუმელის დანთება, ბოსტნეულის მოყვანა, ძროხის ან თუნდაც თხის ყოლა. საღამოობით ციკადების მოსმენა. დაძინება წვიმის ხმაურის დროს, როცა წვეთები სახურავს და ტყეში ფოთლებს ეწვეთება. გაღვიძება იასამნის სურნელით და ჩიტების ჭიკჭიკით. 



  5. ტბა 

    თქვენ თავისუფლება გჭირდებათ. დღევანდელი ცხოვრებით თქვენ იხრჩობით. შეიგრძენით ქარის სურნელი, მიეცით თავს უფლება შედეგებზე არ იფიქროთ. გაიქეცით იქ, სადაც გული მიგიწევთ. 



  6. მყუდრო სახლი 

    თქვენ ნორმალური ცხოვრება გჭირდებათ. ყველაზე ჩვეულებრივი აღმა სვლის და დაცემის გარეშე, ექსტრემის გარეშე. სცადეთ დააწყოთ რაღაცები. განსაზღვრული რეჟიმი დააწესეთ და მას მიჰყევით. დაგეგმეთ თქვენი დღე. თუმცა რაღაც უცვლელი უნდა იყოს - ვარჯიში, სადილის დრო, გასეირნება ძილის წინ.



  7. შუქურა

    თქვენ ოცნება, რაღაც იმედი გჭირდებათ. ის, რასაც შეიძლება დაელოდოთ, რისკენაც მიიწევთ. ოცნება რეალური უნდა იყოს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია. თუმცა ძალიან დიდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. თქვენ გჭირდებათ გზა ოცნება სირთულეების, გამოცდილების, მოთმენის გარეშე. 



  8. ტერასა წყალზე

    თქვენ შვებულება გჭირდებათ. ისეთ ადგილას, სადაც ბევრი მზე და არანაირი ზრუნვა არაა. მზის აბაზანები გაშავებამდე აუცილებელი არაა. თქვენ გჭირდებათ მზის სითბოს შეგრძნება და ამით სხეულის გაჟღენთვა. დაბრუნების შემდეგ სისხლში ენერგიის მომატებას იგრძნობთ.