როგორ ვუმკურნალოთ ცხიმოვან სებორეას ხალხური საშუალებებით

როგორ ვუმკურნალოთ ცხიმოვან სებორეას ხალხური საშუალებებით
მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა კანის მომატებული ცხიმიანობა. ცხიმიანი მქონდა შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, ზურგი და მკერდი. ეს ადგილები მუდამ სველს ჰგავდა, ცხიმისგან ბზინავდა. ცხიმოვანი ჯირკვლები ფორებგაფართოებული და მუქი საცობით - შავი ფერიმჭამელებით - დახშული იყო. ხშირად მიჩნდებოდა წვრილი ყვითელი კვანძები - თეთრი ფერიმჭამელები ანუ ცხიმოვანი კისტები. კანის ექიმმა ცხიმოვანი სებორეის დიაგნოზი დამისვა.

  • მკურნალობისას ექიმის დანიშნულებასთან ერთად ძალიან მომიხდა ხალხური რეცეპტებიც: კანის ცხიმოვან ადგილებზე წაისვით ბადრიჯნის წვენი.

  • აიღეთ: სამფერა ია - 2 გრამი, ოშოშა - 1 გრამი, სამკურნალო ვერბენა - 1 გრამი. 1 ს.
    ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში15 წუთით, დააყენეთ 45 წუთით. გაწურეთ და ცხიმიან ადგილებზე წაისვით.

  • მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი, შედგით ცეცხლზე, წყალში ჩაყარეთ 2-3 ს/კ დაქუცმაცებული კალენდულა. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გაწურეთ. თბილ - თბილი ნახარშით გაიწმინდეთ ცხიმიანი ადგილები.

  • აქვე თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, რადგან ეს ორი უსიამოვნო მოვლენა ხშირად ახლავს თან ცხიმოვან სებორეას:

    როგორ ვუმკურნალოთ ცხიმოვან სებორეას ხალხური საშუალებებით

    აიღეთ 100-100 გრამი ვირისტერფა და ჭინჭარი, დაასხით 1,5ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ, გაანელეთ ცივი წყლით და თმაზე გადაივლეთ.

დამატებითი ინფორმაცია (1)
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
admin თარითი:14 იანვარი 2018 11:04
სებორეა – ცხიმის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება კანის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფით. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი უმდაბლესი ცხიმოვანი მჟავების დაქვეითებულ შემცველობას,

ქოლესტერინისა და თავისუფალი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების გაზრდის ხარჯზე, რაც ამცირებს კანის ბაქტერიოსტატულ თვისებებს და ხელს უწყობს მეორადი ინფექციის განვითარებას.

სებორეა – ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

სებორეა – პათოგენეზი. ფუნქციური ნერვულ – ენდოკრინული დარღვევები, კერძოდ ვეგეტატიური დისტონია. ენდოკრინული გადახრები გამოიხატება ანდროგენებისა და ესტროგენების თანაფარდობის დარღვევით.

შესაძლებელია სებორეის დროს ნერვულ – ენდოკრინული დარღვევები განპირობებულია პირველადი ჰიპოთალამური ან ქერქული პათოლოგიით, ვინაიდან სებორეის მოვლენები ჩვეულებრივ მკვეთრადაა გამოხატული ენცეფალიტების, პარკინსონის დაავადების, დიენცეფალური დარღვევების დროს. სებორეა ძლიერდება ცხარე, მარილიანი და ტკბილი საკვების მიღების შემდეგ.

სებორეა – კლინიკური სურათი. განასხვავებენ სებორეის ცხიმოვან, მშრალ და შერეულ ფორმებს. ცხიმოვანი სებორეის დროს კანი ცხიმიანია, ბრწყინავს, ცხიმოვანი ჯირკვლების შესავლები გაფართოებულია. კანზე ზეწოლისას ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებიდან გამოიყოფა თეთრი ცხიმოვანი ,,საცობები”. მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური სამუშაო, გონებრივი გადაძაბვა აძლიერებენ ცხიმის გამოყოფას. თავზე თმები ბზინავს და თითქოს მიწებებულნი არიან, ხოლო 20 – 30 წლისთვის იწყება მათი ცვენა. ძალიან ხშირად ცხიმოვანი სებორეის დროს აღინიშნება ფერისმჭამელები, არც თუ იშვიათად მას თან ერთვის მეორადი ინფექცია. მშრალი სებორეა ვლინდება ნაკლებად გამოხატული ცხიმგამოყოფით. სახის, გულმკერდის, ზურგის კანზე ჩნდება კამედონები, რომელთაც გააჩნიათ შავი წერტილების შესახედაობა, რომლებიც ახშობენ თმის ფოლიკულების შესავლებს. კანი თანდათანობით სქელდება და ღებულობს რუხი – ნაცხრისფერ შესახედაობას. ამ ფონზე წარმოიქმნება სხვადასხვა ფორმის ფერისმჭამელები, აგრეთვე ცხიმის ჯირკვლების კისტები, ეგრეთწოდებული ათერომები, რომლებიც მოგვაგონებენ სიმსივნეს. შესაძლებელია განვითარდეს ათერომების ანთება და დაჩირქება. შერეული სებორეა ხასიათდება ერთი და იგივე უბნებზე ცხიმოვანი და მშრალი სებორეის ნიშნების შერწყმით.

სებორეა – მკურნალობა ითვალისწინებს კანის სწორად მოვლას. ქერტილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება 2% – იანის გოგირდ – სალიცილის სპირტი და სხვ; დიეტა – მწვავე, მარილიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვა; ნერვულ – ენდოკრინული გადახრების კორექცია.
წყარო: medgeo