ეგზემას ბაყაყურას თესლით ვუმკურნალე. ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი

ეგზემას ბაყაყურას თესლით ვუმკურნალე. ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი
30 წლის ასაკში უეცრად ეგზემა დამემართა. ჯერ მუხლების ქვეშ გამომაყარა, შემდეგ კი მთელ სხეულზე მომედო. მანამდე ალერგიაც კი არ მქონია... მთელი სხეული მექავებოდა და არ ვიცოდი, საშველი სად მეძებნა.
თავდაპირველად ალერგია მეგონა, ამიტომ ალერგიის საწინააღმდეგო აბების სმა დავიწყე, მაგრამ არ მიშველა. ან როგორ მიშველიდა, თურმე სხვა რამ მჭირდა, მე კი სხვას ვმკურნალობდი.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც იქნა, მივაღწიე დერმატოლოგამდე. მან მითხრა, რომ ეს ნერვულ ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროდერმატიტი იყო და მირჩია, ნევროპათოლოგისთვის მიმემართა. ნევროპათოლოგმა - ღვიძლის გამოკვლევა გჭირდებაო. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ღვიძლი მართლაც არ მქონდა წესრიგში.
გადავწყვიტე, სნეულებას საკუთარი ძალებით გავმკლავებოდი. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ერთ გაზეთში ღვიძლის სამკურნალო მცენარის შესახებ ამოვიკითხე და ძველ გაზეთებში ის ნომერი მოვძებნე. ეს მცენარე ბაყაყურა აღმოჩნდა, რომლითაც თურმე ძველად წარმატებით მკურნალობდნენ ჰეპატიტს, ციროზს, ალკოჰოლით, ქიმიური პრეპარატებით, ტოქსინებითა და რადიაციული გამოსხივებით დაზიანებულ ღვიძლის ქსოვილებს.

აფთიაქში შევიძინე ბაყაყურას თესლი და წამალი მოვამზადე.
ავიღე 30 გრამი ბაყაყურას თესლი და წმინდად დავნაყე. დავასხი ნახევარი ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე იმდენ ხანს ვადუღე, ვიდრე სითხის ნახევარი არ აორთქლდა. შემდეგ გადმოვდგი და გავწურე.
ეს ნახარში ვსვი მთელი დღე, საათში ერთხელ, თითო სადილის კოვზი.
ვმკურნალობდი 1 თვის განმავლობაში, შემდეგ 2 კვირა შევისვენე და ერთთვიანი კურსი გავიმეორე.
ამის პარალელურად ვიტარებდი ეგზემის საწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიას.
ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი, აღარც გამონაყარი მაწუხებდა და აღარც ქავილი.
ახლა უკვე ვიცი: საკმარისია, ოდნავი ქავილი ვიგრძნო, რომ მაშინვე ვამზადებ ჩემს მხსნელ წამალს და ყველაფერი ნორმაში მიდგება.

დამატებითი ინფორმაცია (5)
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
admin თარითი:14 იანვარი 2018 12:11

ბაყაყურა არის 2 წლიანი მცენარე.

სიმაღლე – მისი სიმაღლე აღწევს 60 – 150 სმ.
ღერო – მას აქვს დატოტვილი ღეროები. ასევე მთელი მცენარე შეფუთულია სალათისფერი ფოთლებით. როგორც ნაჩვენებია სურათზე.

ფოთლები – ფოთლები დაფარულია მოვერცხლისფრო ლაქებით. ასევე ფოთლის ბოლოებში განთავსებულია ყვითელი ფერის ეკლები.

ნაყოფი – ბაყაყურას აქვს ნაყოფი რომელიც წარმოადგენს სათესლე პარკს. მისი დიამეტრი აღწევს 5 – 6 სმ, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ყავისფერი ან შავი – მონაცრისფრო. თავად თესლებს არ აქვთ სუნი, მაგრამ აქვთ მწარე გემო.
admin თარითი:14 იანვარი 2018 12:12
ბაყაყურას ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი ბაყაყურას თესლი შეიცავს 396 კკალ
ვიტამინები: — A, B1, B2, B5, B6, B9, E, K F, D
მიკრო ელემენტები — რკინა, მარგანეცი, ცინკი, ბორი, სელენი, იოდი, ქრომი, სპილენძი.
მაკრო ელემენტები — კალციუმი, კალიუმი, გლიცერინი, მაგნიუმი.

ასევე ბაყაყურას თესლი შეიცავს. სილიმარინს, ფოსფოლიპიდებს, ლიპიდების კომპლექსს, ფლავონოიდებს, ჰისტამინს და ა. შ.

გარდა ამ ნივთიერებებისა ბაყაყურაში არის, 400 – მდე ნივთიერება რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის.