ხალხური რეცეპტები, რომლებიც ჰემოგლობინის ასაწევად ეფექტურად გამოიყენება

ხალხური რეცეპტები, რომლებიც ჰემოგლობინის ასაწევად ეფექტურად გამოიყენება
მშობიარობის შემდეგ ჰემოგლობინი ძალიან დამივარდა. რკინის პრეპარატებმა კუჭი გამაღიზიანა და ამიტომ ვეღარ დავლიე. ჩემმა მეზობელმა, პროფესიით ექთანმა, რამდენიმე რეცეპტი მასწავლა. თავდაპირველად ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ვცადე - თუ არ მარგებს, არც მავნებს - მეთქი. დავიწყე სმა და სული მოვითქვი. აი ეს რეცეპტები:

  • კუნელის ნაყენი: აიღეთ 50 გ წითელი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და სვით 200 - 200 მლ დღეში 3-ჯერ.

  • კუნელის ნახარში: 100 გ კუნელის ნაყოფი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ 50-100 მლ დღეში 3-ჯერ.
    ნაყენი და ნახარში მონაცვლეობით უნდა სვათ. თუ კუნელით მკურნალობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ იგი აქვეითებს წნევას. თუმცა ეს მგონი ყველამ იცის. ისიც ბევრს ექნება გაგონილი, რომ კუნელი გულის წამალია. ერთ-ერთ წიგნში ისიც ამოვიკითხე, რომ კუნელი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ასე რომ, ურიგო არ იქნება, კენკრა საზამთროდაც მოიმარაგოთ: ახალმოკრეფილი ნაყოფი ღუმელში გამოაშროთ და ქაღალდის პარკში შეინახოთ. ასე 8 წელიც კი გაძლებს. გამომშრალი ყვავილების შენახვის ვადა კი მხოლოდ 2 წელია.

  • ყოველ დილა -საღამოს დალიეთ 2-3 სუფრის კოვზი ჭარხლის, სტაფილოსა და ბოლოკის ახალგამოწურული წვენების ნარევი, თანაფარდობით 1:1:1.

  • ყოველ დილით, უზმოზე, მიირთვით არაჟნით ან ზეთით შეკაზმული 100 გრამი გახეხილი სტაფილო.

  • 150 გრამ ალოეს ახალ წვენს დაუმატეთ 250 გრამი თაფლი და 350 მლ ღვინო. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

  • აიღეთ 150 მლ ალოეს ახალგამოწურული წვენი, შეურიეთ 250 გრამი ნატურალური თაფლი და 350 მლ შავი ღვინო. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი