ცისტიტი უმარტივესი ხალხური საშუალებებით დავამარცხე.

ცისტიტი უმარტივესი  ხალხური საშუალებებით დავამარცხე.
აცივდებოდა თუ არა, შარდის ბუშტი თავს მახსენებდა: მეწყებოდა ხშირი შარდვა, ტკივილი და წვა შარდვის დროს. მოშარდვა ისე ხშირად მინდებოდა, რომ შინიდან, ფაქტობრივად, ვერ გავდიოდი. დამისვეს ცისტიტის დიაგნოზი, დამინიშნეს ანტიბიოტიკები. თითოქოს მიშველა, მაგრამ შემცივდებოდა თუ არა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ბოლოს ექიმმა მირჩია, ანტიბიოტიკებთან ერთად ხალხური საშუალებებიც მიმეღო - მითხრა, წამლის ეფექტს გააძლიერებსო. მართლაც უკეთესობა ვიგრძენი. მინდა, ჩემ მიერ ნაცადი რეცეპტები თქვენც გაგაცნოთ.

  • სიმინდის ულვაშს ან ალუბლის ტოტებს დაასხით წყალი და ადუღეთ. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილი. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით. სვით რამდენიმე დღე.

  • 200 გრამი ნიახურის ძირი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და ადუღეთ 2-3 წუთი, გააცივეთ, გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

  • 2-3 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ნედლ მატიტელას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ და რომ გაცივდება, მიიღეთ. სვით გამოჯანმრთელებამდე. ამ წამლის მიღება მიზანშეწონილია შარდის ბუშტის ბუშტში ქვიშისა და კენჭების არსებობის დროსაც.

  • აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტა და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში ერთხელ, საღამოს.

  • აიღეთ საღამოს ხანს 1 წილი ვარკაჭაჭასა და 1 წილი სალბის ნარევი, 3 სუფრის კოვზი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დილით ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ ¾ ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათითი ადრე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი