პიელონეფრიტის სამკურნალო უებარი ნაყენი

პიელონეფრიტის სამკურნალო  უებარი ნაყენი
პიელონეფრიტი თირკმლის დაავადებათა შორის როგორც სიხშირით, ასევე სიმძიმით პირველ ადგილზეა, ხოლო ინფექციურ-ანთებით დაავადებებს შორის ზედა სასუნთქი გზების ანთების შემდეგ მეორეა. ქალები ავადდებიან 5-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
პიელონეფრიტის დროს ნახარში სხვადასხვა მცენარეული ნარევისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. ნარევი 10 კომპონენტს შეიცავს:

  • მარწყვის ნაყოფი - 6 ჩაის კოვზი;
  • მინდვრის შვიტა - 6 ჩაის კოვზი;
  • წითელი მოცვის ფოთლები - 2 ჩაის კოვზი;
  • ღვიის ნაყოფი - 1 ჩაის კოვზი;
  • არყის ფოთლები - 1 ჩაის კოვზი;
  • ასკილი ნაყოფი - 6 ჩაის კოვზი;
  • დათვისყურას ფოთლები - 2 ჩაის კოვზი;
  • მრავალძარღვას ფოთლები - 2 ჩაის კოვზი;
  • შავი მოცხარის ფოთლები - 1 ჩაის კოვზი;
  • ჭინჭრის ფოთლები - 3 ჩაის კოვზი.

ნახარშის მოსამზადებლად 10 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ მდუღარე აბაზანაზე 30 წუთი, შემდეგ დააყენეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი, გაწურეთ და დაამატეთ წყალი თავდაპირველ მოცულობამდე. დალიეთ თბილი, 150 მლ, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ნარევი, რომელიც ღვიის ნაყოფსა და ოხრახუშის ფესვებს შეიცავს, არასასურველია მწვავე პიელონეფრიტიანთა და ორსულთათვის! ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ძალზე ეფექტიანია თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთლებისა და ფესვების ნარევი და ძირტკბილას ძირები.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი