ხალხური რეცეპტები ბუასილის, შეკრულობისა და ფაღარათის დროს

მშობიარობის შემდეგ ბუასილი დამემართა. დიდხანს მტანჯა, მაგრამ ბოლოს მივაგენი რამდენიმე რეცეპტს, რომელიც ამ უსიამოვნების გადალახვაში დამეხმარა. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:

  • აიღეთ 20 სმ სიგრძის მუხის ახალი ყლორტები, დაჭერით წვრილად, აავსეთ ქვაბი მესამედზე ან ნახევარად და ბოლომდე შეავსეთ წყლით. აადუღეთ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, გადმოდგით და 10-12 საათი გააჩერეთ. ამ ხნის განმავლობაში ნახარში ნახარში მიიღებს ყავისფერს. შეათბეთ ასატანად ცხელ ტემპერატურამდე, გადაასხით ტაშტში, ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში და დაჯექით ამ ტაშტზე ნახარშის გაცივებამდე. საკმარისია 1-2 ამგვარი პროცედურა, რომ სამუდამოდ დაივიწყოთ ბუასილი.

  • ბუასილს შველის ცირცელის ნაყოფის ახალგამოწურული წვენი. დალიეთ ეს წვენი დღეში სამჯერ 2-2 სირჩის ოდენობით, ოღონდ უნდა დაამატოთ შაქარი და მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

  • ბუასულის დროს: ხარშეთ ჭარხალი 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ჭარხლიანი ქვაბი ცივი წყლის ჭავლის ქვეშ გააცივეთ. უკვე მზა ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. ჭამეთ თითო-თითო ნაჭერი დღეში 3-ჯერ ბუასილის კვანძის სრულ გაქრობამდე. სასურველია საკვები რაციონიდან ცხარე, მჟავე და მლაშე საკვების გამორიცხვა.

  • შეკრულობის დროს: 20 გ ხეჭრელის ნაყენს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ.
    მკვეთრად გამოხატული შეკრულობის დროს: დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ 5 გრამი ჭინჭრის ფხვნილი და მიაყოლეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.

  • ფაღარათის დროს: ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ან შავი ჩაი კარგად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ 2-3 ყლუპი წყლით. თუ ასე მოიქცევით დღეში 2-3-ჯერ, ფაღარათი აღარ შეგაწუხებთ.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა