შაკიკი ბარამბოსა და ძიძოს ნაყენით დავამარცხე...

სქესობრივი მომწიფების ასაკში შევედი თუ არა, საშინელი თავის ტკივილი დამჩემდა. ტკივილი ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ არათუ სწავლის ან საქმიანობის, ადგომის თავივ არ მქონდა. ტკივილი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, ემთხვეოდა მენსტრუაციის პერიოდს, კვების რეჟიმის დარღვევას, ნერვიულობას, უძილობას... დედამ ნევროპათოლოგთან მიმიყვანა. შაკიკის დიაგნოზი დამისვეს და დამამშვიდეს - სიცოცხლისთვის საშიში არ არისო. ასე იყო თუ ისე, სიცოცხლე კი გამიმწარდა. ზოგჯერ ტკივილისგან ხმამაღლა ვტიროდი. გამაყუჩებელი ოდნავ თუ მგვრიდა შვებას. არ დამიტოვებია არც ექიმი, არც ექიმბაში, მაგრამ... ერთ მშვენიერ დღეს მეზობელმა ბარამბოსა და ძიძოს ნაყენი მასწავლა. ვიყიდე აფთიაქში ორივე ბალახი და დავაყენე:

  • 5 სუფრის კოვზ ბარამბოს დავასხი არაყი, გავაჩერე სამი დღე და გავფილტრე. ვიღებდი 1/4 ჭიქა წყლით განზავებულ 20 წვეთ ნაყენს დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

  • ძიძოსგან კი ნაყენს ასე ვამზადებდი: ნახევარლიტრიან ბოთლში მესამედზე ვყრიდი ბალახს და ბოლომდე ვავსებდი არყით, ორი კვირით ვდგამდგი სიბნელეში, შემდეგ ვფილტრავდი. ამ ნაყენით ვიზელდი საფეთქლებს შეტევის დროს. მკურნალობა განაგრძეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

    შეგიძლიათ ეს რეცეპტებიც სცადოთ:

  • თანაბრი რაოდენობით ავიღოთ პიტნა, რეჰანი და მიხაკი, ორ სუფრის კოვზ ნარევს დავასხამთ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 15 წუთი და გადავწუროთ. ნაყენი შეიძლება დავატკბოთ და ისე მივიღოთ. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი კოპტონი, ჯერ კიდევ თბილი, მივიდოთ მტკივან თავზე. ტკივილი მალე გაივლის.

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაფხვნილი კრაზანა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი, დააყენეთ 2 კვირით. შემდეგ 30 წვეთი ნაყენი გახსენით 1/2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა