6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ მლიქვნელები

თქვენ რას აკეთებთ, რომ ვინმეს თანხმობა მოიპოვოთ? დამეთანხმეთ, რომ სკოლაშიც, უნივერსიტეტსა და სამსახურშიც არაერთხელ გინახავთ ადამიანი, რომლიც მზად არის მლიქვნელობისთვის, კომპლიმენტისთვის და მანიპულირებისთვის რომ საკუთარ თავს წონა და მნიშვნელობა შემატოს. ვიღაც ამაზე რეაგირებს, ვიღაც კი მინიმალურ ყურადღებასაც არ აქვს. ზოგჯერ ასეთი თვისება ძალიან საშიში შეიძლება იყოს, არა თუ სასარგებლო და ყოველთვის უვნებელი არაა. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ერთად გადავხედოთ ჰოროსკოპს. ხართ თუ არა ამ 6 ზოდიაქოს ნიშანს შორის, რომელთაც ეს თვისება მომეტებულად აქვთ?


  1. ტყუპები

    ტყუპები - ნამდვილი ვირტუოზები არიან, თუ მას სჭირდებათ ვინმე შეაქონ საკუთარი სარგებლის მისაღებად. მათ ყოველთვის იციან, თუ რა როდის და როგორ თქვან ან რა გააკეთონ, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. ისინი ღია და დაუფარავ მლიქვნელობამდე არ ეშვებიან, რომ ეს ყველასთვის ცხადი არ გახდეს. კარგად იციან ზომიერების გრძნობის შესახებ. სიმართლე რომ ვთქვათ, ხშირად რთულია გაარკვიოთ მლიქვნელობს ტყუპი თუ გულწრფელია საკუთარი კომპლიმენტების დროს. ამ მხრივ ზედმეტად ნიჭიერი მსახიობები არიან. 



  2. სასწორი

    სასწორს სურს რომ ყველა თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობდეს და რომ არანაირი კონფლიქტი არ არსებობდეს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან თუ რას ამბობენ (არასდროს და არაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა) და ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ ჰარმონია და წონასწორობა. კარგია, თუ ნამდვილად პოზიტივზე ფოკუსირებას ცდილობენ, თუმცა ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ სინამდვილეს არ შეესაბამება. სასწორს მარტივად შეუძლია ფარისევლობა და სულში ჩაძვრომა, მხოლოდ იმიტომ რომ საყვარლები და უბრალოდ ყველასთვის სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ. 



  3. მორიელი

    როცა მორიელი მლიქვნელობს და მანიპულაციას იყენებს ეს ნიშნავს, რომ ის "დიდ ჯილდოზე" სანადიროდ გამოვიდა. ფარისევლობა მათთვის - მიზნის მიღწევის საშუალებაა, ამიტომ ადვილად დაიწყებენ მლიქვნელობას ადამიანთან, თუ ეს საქმეს სჭირდება. ეს ნიშანი შეიძლება დიდი მანიპულატორი იყოს და აიძულებს ხალხს იმის გაკეთებას, რაც მათ სურთ და არა პირიქით. მორიელი მზად არის უღირსი და ღიად უნამუსო საქციელისთვის, ასე რომ მისი ტკბილი გამოსვლების დროს ფრთხილად იყავით და არ მოტყუვდეთ.



  4. მშვილდოსანი
     
    ო, არა! მშვილდოსანი თავს მლიქვნელად არ მიიჩნევს, უფრო მსოფლიოს საყვარელ მკვლევარად. მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისი ხიბლი, რომ სასურველი მიიღონ ან სხვისი შანსი ან შესაძლებლობა დაიჭირონ. მშვილდოსანი ამას ბოროტი განზრახვით არ გააკეთებს - ის უბრალოდ უფასო ან მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით რაიმეს მიღების თამაშით ტკბება. თავად ამას პირად წარმატებას და ბედის გაღიმებას არ უწოდებს.



  5. თხის რქა

    თხის რქა ყოველთვის მზადაა ბრბოდან გამოარჩიონ და ყველაფერს გააკეთებს, რომ შეამჩნიონ. ამ ადამიანებს ყოველთვის სურთ თავის კომპანიაში წლის თანამშრომელი იყვნენ. აგროვებენ ჯილდოებს და სერთიფიკატებს. დარწმუნებული იყავით, თხის რქა არ დაივიწყებს უფროსების დაბადების დღეებს. რა თქმა უნდა, თხის რქას უყვარს კეთილგანწყობის მოპოვება, მაგრამ ბოროტი განზრახვა არ აქვთ. მათთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს უფროსი მასზე. 



  6. თევზები

    თევზებს ურჩევნიათ იყვნენ მიმდევარი და არა ხელმძღვანელი, მათ ლიდერობა არ მოსწონთ: ეს ხომ ზედმეტად ბევრი სამუშაო და პასუხისმგებლობაა. აი ქვეშევრდომის თანამდებობა თევზს ზუსტად შეეფერება. ეს ნიშანი ყოველთვის ცდილობს სიტყვებთან ფრთხილად იყოს და შეუძლია დროულად თქვას რამე სასიამოვნო, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვოს. თევზებს უყვართ აღიარება და მოწონება, ამიტომ არ წუწურაქობენ კომპლიმენტებზე, თუ ვინმე ამას იმსახურებს - რადგან როცა ვინმეს აქებთ, ამით საკუთარ თავზე ყურადღებას იქცევთ და სიმპათიას იწვევთ. 


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა