თმის ცვენის სამკურნალო ბუნებრივი და ხალხური საშუალებები

თმის ცვენის სამკურნალო ბუნებრივი  და ხალხური საშუალებები
მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო. მართალია, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე აღარ მყავს, მაგრამ თმა მაინც მცვივა. ნიორს მირჩევდნენ, მაგრამ ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოვცადე, არ მჯეროდა. დიახ, ნიორი თმის ძირებს ამაგრებს და ყველას ვურჩევ, მისი სამკურნალო თვისებებით ისარგებლოს:

  • დაიდეთ დანაყილი ნივრის ფაფა შეთხელებულ ადგილებზე, 2 საათის შემდეგ კი თავი დაიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 1-ხელ 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ და 10-10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი 2-3 გაიმეორეთ. თმის სწრაფი ზრდისთვის კვირაში ერთხელ თმის ძირებში შეიზილეთ დანაყილი ნიორი ( თავს ნუ შეიხვევთ ) და 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ, დანაყილ ნიორს ზეითუნის ზეთი შეურიოთ და ისე წაისვათ. 2-3 თვეში შედეგი შესამჩნევი გახდება.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის სპირტი და ძროხის ახალგამოწურული რძე, აურიეთ ერთმანეთში და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 15-20 წუთს და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ შუბლიდან კეფისკენ.

  • აიღეთ დაახლოებით 200 გრამი ძროხის ძვლის ტვინი, დაასხით ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ დაიფაროს, და აადუღეთ. შემდეგ ზედმეტი წყალი გადაწურეთ. დაგრჩებათ თხიერი მასა. ეს მასა გადაასხით ჭიქაში და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი. კარგად აურიეთ. თანაბრად წაისვით თავის კანზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და 30-40 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. დაბანის შემდეგ პირსახოცი ძალიან ცხელ წყალში დაასველეთ და კვლავ თავზე შემოიხვიეთ. როცა გაცივდება, კვლავ დაასველეთ და შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ 5-6-ჯერ. დაძინების წინ მოიხვიეთ ხილაბანდი და ისე დაწექით.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კონიაკი, 4 სუფრის კოვზი წითელი ხახვის წვენი, 6 სუფრის კოვზი ბირკავას ფესვების ნაყენი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში.
    ასევე შეიძლება თმის ძირებში შეიზილოთ გაჭრილი წითელი ხახვი.

    თმის ცვენას ჭინჭარი შეგიჩერებთ
  • ნახარშის მომზადება ძალიან ადვილია: 1-2 სუფრის კოვზ დაფშვნილ სუროს ან ჭინჭარს დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და ოდნავ რომ შეგრილდება, თავზე გადაივლეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი