ამოირჩიეთ ერთ-ერთი უძველესი მუზა და მიიღებთ თქვენ წერილს!

ამოირჩიეთ ერთ-ერთი უძველესი მუზა და მიიღებთ თქვენ წერილს!
ამოირჩიეთ ერთ-ერთი უძველესი მუზა და მიიღებთ თქვენ წერილს!

ამოირჩიეთ ერთ-ერთი უძველესი მუზა და მიიღებთ თქვენ წერილს!

მუზა A

ეს მუზა გახსენებთ იმას, რომ თქვენი ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. ოჯახი არ მოიცავს თქვენ სისხლით ნათესავებს, არამედ იმათ, ვინც თქვენ თავად შეარჩიეთ. თქვენი ოჯახის წევრი შეიძლება იყოს ახლო მეგობარი, რომელსაც ძმად ან დად აღიქვამთ. კავშირი თქვენ სულიერ ოჯახთან ბევრად ღრმაა და არ იფარგლება ახლანდელი ცხოვრებით. მათთან (სადაც არ უნდა იყვნენ) დაკავშირების დრო დადგა. იცოდეთ, რომ თქვენი სულის შეერთება მიმდინარეობს ბევრად უფრო ღრმა დონეზე. მათ შეიძლება იგრძნონ/იცოდნენ, თუ რას აკეთებთ, ფიქრობთ ან გრძნობთ.

მუზა B

ეს მუზა გახსენებთ იმას, რომ ცვლილებები თქვენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ და არაფერია საშიში! თქვენ იმყოფებით განვითარების ბუნებრივ ციკლში და თქვენი ცხოვრების ერთ ან რამდენიმე სფეროში მოვლენები სწრაფად ვითარდებიან. თუ თავს ცუდად გრძნობთ, თქვენ ახლავე გმართებთ მოქმედება საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად! თქვენს მიერ არჩეული მუზა გიბიძგებთ თქვენ გააგრძელოთ სულიერი მოგზაურობა და დარჩეთ თავისთავადი. თქვენ გაქვთ რა შესთავაზოთ სამყაროს! გახსოვდეთ, რომ სიყვარული ჯადოსნურია იმიტომ, რომ მას შეუძლია აბსოლუტურად ყველაფრის გარდაქმნა.

მუზა C

ეს მუზა გახსენებთ იმას, რომ საკუთარ სახლს ისე უნდა მოეპყროთ, როგორც საკუთარ ცხოვრებას. ნუ აჩქარდებით და ნუ ჩქარობთ. დარწმუნდით, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი სფერო დასრულებულია და მართებულ ადგილზე არის, შემდეგ კი დაიწყეთ მოძრაობა წინ. თვალყური ადევნეთ საბოლოო შედეგს და დატკბით პროცესით. ენდეთ საკუთარ ხილვებს. თქვენ შეიძლება ნახოთ ის, რაც თქვენთვის არის განკუთვნილი, რაც თქვენთვის ჭეშმარიტებაა. ტქვენთვის არ არსებობს წყვდიადი ან ნათელი - არის მხოლოდ ცხოვრება, თავისუფლება და სიცხადე. თქვენი მუზა მუდამ თქვენთან იქნება და დაგეხმარებათ!

მუზა D

ეს მუზა განასახირებს ბრძენი ბუს ენერგიას. თქვენ შეიძლება იგრძნოთ ის, რასაც ამჟამად საკუთარ თავზე ან გარშემო მყოფებზე აკვირდებით, ფიქრობთ ან აანალიზებთ. ნუ ჩქარობთ ფიქრის, ოცნების ან განსჯის დროს. ნებისმიერ საკითხზე პასუხები და ნებისმიერი პრობლემების გადაჭრის გზები ღრმად არის ჩამალული თქვენში. თქვენი მუზა გიბიძგებთ თქვენ უარი თქვათ თქვენ პრაქტიკულ, ლოგიკურ ჭკუაზე და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ უდარდელ წამოწყებებში, რომლებიც გაგართობენ. ლაღი შემოქმედებითი მოღვაწეობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ამაღლებს თქვენ ვიბრაციას, რომელიც დაგაახლოვებთ თქვენ ოცნებებთან.