გაიგეთ, როგორ გაიზარდოთ ჯანსაღი და ხშირი თმა ძვირადღირებული პროცედურების გარეშე, სასწაულმოქმედი საშუალების დახმარებით

გაიგეთ, როგორ გაიზარდოთ ჯანსაღი და ხშირი თმა ძვირადღირებული პროცედურების გარეშე, სასწაულმოქმედი საშუალების დახმარებით
ჯანჯაფილი (კოჭა) - სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით. ამ პროდუქტს ოდითგან გამოიყენებენ წამლად. გაციების დროს და ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად ხშირად მივირთმევთ ჯანჯაფილის ჩაის.





როგორც აღმოჩნდა, კოჭა ასევე გამოდგება სახლის პირობებში თმის მოსავლელად. თუ სწორად გამოვიყენებთ ამ პროდუქტს, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ თმის ცვენა და ხელი შევუწყოთ მის ზრდას. გვსურს გაგიზიაროთ, კოჭას ფესვისგან დამზადებული თმის ნიღბის ყველაზე სასარგებლო რეცეპტი.



თმის ზრდის დასაჩქარებელი ნიღაბის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ
  • კოჭას ფესვი (4 სმ)
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი



მომზადების წესი
  1. გახეხეთ წვრილად კოჭა




  2. შეურიეთ კოჭას რბილობს თაფლი და ზეითუნის ზეთი




  3. თანაბრად გადაინაწილეთ თავის კანზე ნიღაბი და გაიკეთეთ მასაჟი. შემოიხვიეთ ცელოფნის პაკეტი ან დაიხურეთ საშხაპე ქუდი. გაიჩერეთ ნიღაბი 40 წუთი, შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი, განსაკუთრებით ყურის მიმდებარე უბნები.




განსაცვიფრებელი შედეგის მისაღწევად საკმარისია ნიღბის გამოყენება კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში. ამ ნარევს ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ეთერზეთი. ასევე გირჩევთ ძილის წინ თმის ბოლოებზე წაისვათ ქოქოსის ზეთი, კვირაში ორჯერ სავსებით საკმარისი იქნება, იმისათვის რომ აიცილოთ მათი დაყოფა.