თანამშრომლის რჩევით კლიმაქსის მკურნალობა ხალხური საშუალებებით დავიწყე

თანამშრომლის რჩევით  კლიმაქსის მკურნალობა  ხალხური საშუალებებით დავიწყე
ბალზაკის ასაკს მივაღწიე და დამეწყო უსიამოვნო შეგრძნებები, თავბრუხვევა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ნევროზი, ერთი სიტყვით, კლიმაქსი. ვისაც ჩემი მდგომარეობა შევჩივლე, ყველამ ჰორმონული პრეპარატების მიღება მირჩია, მაგრამ მათი ძალიან მეშინია, ამიტომ გადავწყვიტე, უფრო მსუბუქი საშუალებები მეპოვა. თანამშრომლის რჩევით, დავიწყე კუნელის ნაყენის სმა და არც მინანია.

  • ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1 სუფრის კოვზი წითელი კუნელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სითბოში 2 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წითელი კუნელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ, 2 საათით დადგით სითბოში და გადაწურეთ. 3-4 ულუფად გაყავით და სვით მთელი დღის განმავლობაში.

  • აიღეთ 1 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული სალბი ( ბალახი), დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და კიდევ 1 - 2 წუთი ადუღეთ. სვით ჩვეულებრივ ჩაისავით ჭამის დროს - დილით, ნაშუადღევს და საღამოს. მკურნალობის კურსი 12-15 დღეა. კურსის შემდეგ საჭიროა 1-2 კვირიანი შესვენება, მერე კი შეგიძლიათ მკურნალობა განაგრძოთ.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი კრაზანა, ამდენივე ბარამბო, 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.
    თუ ჩაის გემო მოგბეზრდათ, შეგიძლიათ, ინგრედიენტების თანაფარდობა თქვენი გემოვნებისა და შეხედულებისამებრ ცვალოთ.

  • ძლიერი ოფლიანობისას კარგია სალბის ჩაის. ის ასე მზადდება: 3 ჩაის კოვზ სალბის ფოთოლს დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი და თავდახურული ჭურჭლით 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ძილის წინ 2 ჭიქა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი