თაფლიანი ნეკნების გამოცხობის ორიგინალური მეთოდი: ასე შენ ის ნამდვილათ არ მოგიმზადებია

თაფლიანი ნეკნების გამოცხობის ორიგინალური მეთოდი: ასე შენ ის ნამდვილათ არ მოგიმზადებია
ხორცის გვირგვინი
თაფლიან საკმაზიანი ნეკნების მოყვარულებს ვუძღვნით ამ რეცეპტს, ლამაზი, ხორცის ნეკნების გვირგვინი– ეს ის კერძია, რომელსაც ელოდებიან ხორცის მოყვარულები კარგი დიასახლისისაგან, თავდაპირველად ისინი თვალს ახარებენ ორიგინალური მირთმევით, ხოლო შემდგომ პიკანტური გემოთი.
მარინირებას და შებრაწვას დიდი დრო ჭორდება, ლოდინი მთავრდება საუკეთესოდ!, ხორცი გამოგვდის რბილი ეცლება ძვლებს, და როგორი არომატი აქვს...

ინგრედიენტები

  • ღორის ნეკნები 3,5 კგ
  • ვაშლის წვენი 200მლ.ლ
  • თაფლი 60გრ
  • ღვინის ძმარი 60მლ.ლ
  • ლიომონის წვენი 30მლ.ლ
  • ჯავზი 1ჩაის კოვზი
  • ქინძის დაფქვილი თესლი 1 ჩაის კოვზი
  • კარტოფილი 2ც
  • ქამა სოკო 150გ.
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ნიორი 1ც
  • ზეთი 2–3 სადილის კოვზი


მომზადების წესი

  1. აურიეთ ვაშლის წვენი, ღვინის ძმარი, თხელი თაფლი და ლიმონის წვენი, დაუმატეთ ჯავზი, ქინძის თესლი, შავი წიწაკა და მარილი
  2. გაასუფთავეთ ნიორი , დაჭერით ყველა კბილი თხლად, გარეცხეთ ნეკნები, გააშრეთ, მოაშორეთ ზედმეტი ქონები, ნეკნის ზედა ნაწილიზე მოაშორეთ ხორცი, მოასუფთავეთ,
  3. ნეკნის ხორცებში გააკეთეთ ჭრილები და ამოსვსეთ ნიორით, ნემსიანი შპრიცით ამოიღეთ მარინადი და შეასხით ნეკნებს რბილ ადგილებზე.
  4. ჩაალაგეთ ნეკნები ჯამში და დაასხით დანარჩენი მარინადი, შედგით ერთი დღე დაღამე მაცივარში
  5. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილად, ქამა სოკოსთან ერთად შებრაწეთ ზეთში, არ დაგავიწყდეთ მარილის და შავი წიწაკის მოყრა
  6. ნეკნების გვირგვინი დაალაგეთ აერღუმელის ტაფაზე , იმისათვის,რომ გვირგვინი არ დაიშალოს შეკარით რაიმე მასალით რაც არ დაიწვება, გაშიშვლებული ნაწილს შემოახვიეთ ფოლგა. შებრაწეთ აერღუმელში 200გრადუსზე 2 საათის განმავლობაში
  7. გადმოიღეთ გვირგვინი, ამოავსეთ შუაში კარტოფილით და სოკოთი, შეაბრუნეთ აერღუმელში კიდევ 20 წუთით


ხორცის გვირგვინი მზადაა! სადღესასსწაულო განწყობით შეგიძლიათ გაიტანოთ სუფრაზე და დაიჭერთ ოჯახის წევრების აღფრთოვანებულ მზერას, დამაგვირგვინებელი შტრიხი იქნება კარგად შერჩეული სოუსი– ტყემალი ან ჭარხლის აჯიკა.