დავუბრუნოთ ფორმა ჩამოშვებულ მკერდს

პროდუქტები: მიიღეთ ბევრი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ცილებს, კალციუმს და A, E ვიტამინებს. უნდა მიიღოთ ხაჭო, იოგურტი, კვერცხი, თევზი, ავოკადო, ვაშლი, მწვანილი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბროწეულს, - ეს ერთ - ერთი ყველაზე ეფექტური ხილია მკერდის გასამკვრივებლად. ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღებას: ორგანიზმში წყლის დეფიციტის გამო მკერდი კარგავს ელასტიურობას.

ნიღაბი მკერდის სიმკვრივისთვის:
ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მკერდის ფორმის შენარჩუნებაში, უნდა წაისვათ მკერდისა და დეკოლტეს არეში. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ იოგურტი
  • 1 ს/კ თხევადი ვიტამინი

მომზადების და გამოყენების წესი:
კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 20 წუთით და ბოლოს ჩამოიბანოთ. იგი კვირაში ორჯერ გამოიყენეს.

ასევე კანის ფორმაში მოსაყვანად დაგეხმარებათ მასაჟები ალოეს წვენით. ძალიან ნაზი მოძრაობით წაისვით ალოეს წვენი, დაიტოვეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ლამაზი მკერდი ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. მამოლოგები გვირჩევენ წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ გამოკვლევა.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა