17 რჩევა, როგორ მოვაწესრიგოთ და გავუხანგრძლივოთ ცხოვრება ზამთრის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს მომავალ სეზონამდე 

როგორც ცნობილია, ბუნებას ცუდი ამინდი არ აქვს. უბრალოდ ზამთარი მხოლოდ ყინვა და მზე არაა, არამედ დიდი "სტრესი" ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის. დაბალი ტემპერატურა, გზაზე დაყრილი მარილი და ბევრი სხვა მავნე ნივთიერება, ნივთებზე გავლენას ახდენს და უფრო მალე კარგავენ თავიანთ გარეგნულ იერს. FPAPARAZZI-ს რედაქციამ თქვენთვის შეკრიბა 17 რჩევა, თუ როგორ მოვაწესრიგოთ და გავუხანგრძლივოთ ცხოვრება ზამთრის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს მომავალ სეზონამდე.

1. წყალგაუმტარი საშუალებები




თუ გსურთ საყვარელმა ზამთრის ჩექმამ დიდხანს გემსახუროთ, უპირველეს ყოვლის, ხარისხიანი წყალგაუმტარი საშუალება შეიძინეთ. ასეთი სპრეის დახმარებით ფეხსაცმელში წყალში არ შევა და მარილი ტყავს და ხავერდს ვერ დააზიანებს. 


2. საშრობი




სველი ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა გააშროთ და ეს სწორად უნდა გააკეთოთ. ტყავის ფეხსაცმელი ბატარეაზე არ დაადოთ, ასევე არ გამოიყენოთ თმის საშრობი ფენი. ამან შეიძლება მასალის გამოშრობა და გაუარესება გამოიწვიოს. დასველებული ფეხსაცმელი ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ, რომ ცივი ქუჩის მერე გათბეს. ამის შემდეგ ქაღალდებით შეავსეთ და ბატარეასთან ახლოს დადგით. 


3. ქიშმირის სვიტერი




ქიშმირის ქსოვილი ხელით ცივ წყალში გარეცხეთ, დაუმატეთ ცოტა ბავშვის შამპუნი ან სპეციალური საშუალება თხელი წვრილი შალის ქსოვილისთვის. გარეცხვის შემდეგ, რბილად გაწურეთ. გასაშრობად ქსოვილი გაშალეთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, სადაც პირსახოცი წინასწარ უნდა დააფინოთ. 


4. პალტოს საკიდი




პალტოს და მძიმე ქსოვილის შესანახად ხის საკიდები გამოიყენეთ. 


5. მარილის ნაკვალევი




არასწორი ან უდროო მოვლის გამო ფეხსაცმელზე თეთრი ლაქები ჩნდება. მას თბილ წყალში დასველებული ტილოთი ადვილად მოაშორებთ. კარგად გაწმინდეთ სველი ტილოთი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილს, სადაც მარილოვანი ლაქები გაჩნდა. ამის შემდეგ პრობლემურ ადგილას სალფეთქი ან ტუალეტის ქაღალდი დააფინეთ. გაშრობის დროს ხელსახოცი მარილს შეიწოვს. პროცედურის შემდეგ ტყავის ფეხსაცმელს ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი წაუსვით.


6. ზამშის გაწმენდა




მარილის ლაქებისგან ზამშის გაწმენდა გაცილებით რთულია. ამ პრობლემის მოგვარებაში ძმარი დაგეხმარებათ. ამისთვის 1 ს/კ ძმარი 3 ს/კ წყალში გახსენით და მიღებული ნარევით დალაქავებული ადგილი კარგად გაწმინდეთ. 


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა