მამაკაცს სურდა რომ მეუღლეს ერთი კაბა 2-ჯერ არ ჩაეცვა და ცოტათი გადაამლაშა

ამ წყვილის, პოლისა და მარგოს, ისტორია, რომლებიც ერთად უკვე 56 წელია არიან, ერთი გარემოების გამო ძალიან გაგაოცებთ. საქმე იმაშია, რომ პოლი ცეკვების და კაბებში გამოწყობილი ქალის დიდი თაყვანისმცემელია. გაცნობის დღიდან და პირველი ცეკვის შემდეგ მან მეუღლეს იმდენი კოსტიუმი აჩუქა, რომ კაბების რაოდენობამ ამ პერიოდში შეადგინა არა 20 ან 30 ცალი, არამედ 55 ათასი! თითქმის 1000 წელიწადში. მამაკაცმა საერთო ჯამში კაბებში 1,045,000 დოლარი დახარჯა.  

ეს ადგილი ტანსაცმლის საწყობი გეგონებათ, მაგრამ მთელი კოლექცია მხოლოდ ერთ ქალს ეკუთვნის. 





მარგო ბროკმანი ფლობს 55 ათას კაბას, რომლებიც მეუღლემ 56 წლიანი ქორწინების პერიოდში უყიდა. 





პოლი მას ყოველთვის ახალ კაბას ყიდულობდა, როცა საცეკვაოდ მიდიოდნენ და 56 წელში კოლექცია საკმაოდ გაიზარდა ისე, რომ იძულებულნი გახდნენ რამდენიმე კაბა გაეყიდათ. 





პოლი და მარგო (78 და 76 წლის) კაბებს კალიფორნიაში, 42 ათასი კვ.ფუტის (39 ათასი კვ, მეტრი) ფართობზე ინახავდნენ, მაგრამ ხარჯები საკმაოდ გაიზარდა. 





"მეუღლე საცეკვაო დარბაზში გავიცანი - ყოველთვის ვირჩევდი გოგონას ლამაზი კაბით" - ამბობს გერმანიაში დაბადებული პოლი, რომელიც ცეკვებით 13 წლის ასაკიდან არის გატაცებული.





"როცა პირველად შევხვდით, მთელი საღამო ვცეკვავდით. ამის შემდეგ დავახლოვდით და მისთვის კაბების შეძენა დავიწყე".





ულამაზესი კოლექცია ადრე 6 შემნახველ კონტეინერში ინახებოდა, მაგრამ გასულ წელს წყვილმა 18 000 კაბა საწყობში გადმოიტანა.





ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კაბების რაოდენობის შესახებ არავინ იცოდა, მათ შორის წყვილის შვილებმა. 





ერთელ, უკვე დიდმა ქალიშვილმა შემთხვევით დაინახა კაბების კოლექცია, როცა პოლმა საწყობის დაკეტვა დაავიწყდა. 




მთლიანად მამაკაცმა თავისი საყვარელი ქალის კაბებზე 1,045,000 დოლარი დახარჯა. აი ისტორია!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა