ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში

ერთ-ერთი  ყველაზე ეფექტური საშუალება   მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში
უძველესი დროიდან ცნობილია ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ. გამოიყენება, როგორც კულინარიაში, ასევე ერთ - ერთი ყველაზე ეფექტური და სრულყოფილი საშუალებაა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც. საოცარი ისაა, რომ ვაშლის ძმარი, თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ცოცხალი ვაშლის შემადგენლობას და სამკურნალო თვისებებს. ამიტომ მის ამ თვისებას ოდითგანვე წარმატებით იყენებდნენ.

  • ანემიის (სისხლნაკლებობა ) დროს, 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენითი 1ჩ/ჭ წყალში და მიიღეთ ჭამის წინ დღეში 3-ჯერ.

  • თუ ნაღვლის ბუშტის დაავადებები გაქვთ, დალიეთ 2 ჩ/კ ვაშლის ძმრისა და 1 ჩ/ჭ წყლის ნაზავი. დღის განმავლობაში მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

  • თუ უძილობა და სტრესული მდგომარეობა გაწუხებთ, 1 ფინჯან თაფლში გააზავეთ 5 ჩ/კ ვაშლის ძმარი და მიიღეთ 2-3 ჩ/კ ძილის წინ 1 საათით ადრე.

  • თუ სახსრების დაავადება გაწუხებთ, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩ/კ სკიპიდარი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. ეს თხევადი მალამო შეიზილეთ მტკივან სახსრებთან.

  • კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს, ძალიან ეფექტურია განზავებული ვაშლის ძმრის წასვლა დაავადებულ ადგილებზე 6-ჯერ დღის განმავლობაში.

  • თუ გაწუხებთ კარიესი, პაროდონტოზი და სხვა დაავადებები, ამისათვის გააზავეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალზე და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში ორჯერ.

(არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი! ).
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი