შეშუპება თვალების ქვეშ: მათი გაჩენის მიზეზი ქალებში, მამაკაცებსა და ბავშვებში

სულ ცოტა ხნის წინ თვლიდნენ, რომ ქუთუთოების ქვეშ "ჩანთები" შემაერთებელი ქსოვილის გარსის, რომელიც პერიორბიტალურ ქსოვილს კანისგან ჰყოფს, ელასტიურობის შემცირებით არის გამოწვეული. 2008 წელს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ კოსმეტიკური დეფექტის მიზეზი თავად პერიორბიტალური უჯრედების მოცულობის გაზრდაა. თუ ადამიანს ქუთუთოები დიდი ხანია შეშუპებული აქვს, მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ, ამ პრობლემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იწვევს მას ქალებში, მამაკაცებსა და ბავშვებში.

რატომ ჩნდება შეშუპება თვალების ქვეშ 


პერიფერიული უჯრედების მოცულობის გაზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში ზოგიერთი ბუნებრივი პროცესი არასწორად მიმდინარეობს. შეშუპების ზუსტი მიზეზის დადგენას მხოლოდ საფუძვლიანი გამოკვლევით და ცხოვრების წესის ანალიზით შეძლებთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი და სქესი. თვალის ქვეშ შეშუპება ორგანიზმში უფრო სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს, ამიტომ როგორც კი შეშუპებას შენიშნავთ, პრობლემის წყარო უნდა იპოვოთ. შემდეგ განყოფილებებში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებში შეშუპების გამომწვევი მიზეზების შესახებ გაიგებთ.


ბავშვებში



ბავშვებში თვალის ქვეშ შეშუპება - შიდა ორგანოების სერიოზული პრობლემის ნათელი ნიშანია. ბავშვები უძილობით ნაკლებად იტანჯებიან, ამიტომ არასწორი ცხოვრების რეჟიმი შეგიძლიათ თავიდანვე გამორიცხოთ. ქუთუთოების ქვეშ "ჩანთები" შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის შემდეგმა დარღვევებმა:

  1. ღვიძლის პრობლემა

  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

  3. სხეულში ჰორმონების გამოყოფის დარღვევა

  4. მწვავე/ქრონიკული გულის უკმარისობა

  5. ვენური/ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევა.


დააკვირდით, თუ ბავშვს თვალის ქვეშ წითელი წრეები აქვს, ჩააბარეთ ანალიზი პარაზიტულ ჭიებზე. სავარაუდოდ, ბავშვს ჭიები ჰყავს. ბავშვებში შავი წრეები, როგორც წესი, ორგანიზმის ალერგიულ რეაქციაზე მიუთითებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია გამომწვევი მიზეზი იპოვოთ და აღმოფხვრათ. გარდა ამისა, გამორიცხული არაა შეშუპების გენეტიკური მიზეზი, რომლის გამოვლენა მარტივი არაა და მათთან გამკლავება პლასტიკური ქირურგის ჩარევის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა