6 რჩევა, როგორ მივიზიდოთ ოჯახში ბედნიერება, სიყვარული და შემოსავალი სახლის მცენარეების დახმარებით!

6 რჩევა, როგორ მივიზიდოთ ოჯახში  ბედნიერება, სიყვარული და შემოსავალი სახლის მცენარეების დახმარებით!
ფენ-შუის წესების მიხედვით , სახლში ნებისმიერი ყვავილი ატარებს განსაზღვრულ ენერგეტიკას, რაც ასე თუ ისე მოქმედებს თქვენზე. FPAPARAZZI-ს რედაქცია გასწავლით, როგორ შექმნათ დადებითი ენერგეტიკა სახლში ოთახის მცენარეების დახმარებით.

  1. ითვლება, რომ უმჯობესია სახლში შევინახოთ ისეთი მცენარე, რომელიც იზრდება ზემოთ, ის ააქტიურებს პოზიტიურ ძალას.

    ფენ-შუის სწავლების მიხედვით, პოზიტიური ენერგია დამახასიათებელია შემდეგი მცენარეებისათვის: ამარილისი, ალპური ია , ბუგენვილეა, გიპეასტრიუმ, გერანი, მოყვავილე ბეგონია, , ფიკუსი, ხისებური მსუქანა, კამელია, ჩინური ვარდი, , ციკლამენი, მარანტა, ფორთოხლისა და ლიმონის ხე, ცისუსი, ქოთნის ქრიზანტემა.


  2. თუ ოჯახში დაძაბული მდგომარეობა და ხშირი დავაა, აგრესიულობის შესამცირებლად დაგვეხმარებიან ბეგონია, აზალია და გერანი, საინტერესოა, რომ ეს მცენარეები იუმორის გრძნობას ავითარებენ.

    პელარგონია (გერანი) - ოთახის გერანი. არის მცენარე, რომელსაც აქვს ძლიერი ენერგეტიკა, გერანი უხვად და მდიდრულად ყვავის თითქოს იკვებება უშუალოდ უარყოფითი ენერგეტიკით იგი არაჩვეულებრივად იცავს ამ ოჯახში მაცხოვრებლებს, მცენარესთან ცოტა ხნით , რომ დაბრძანდეთ, იგრძნობთ რომ ძალა მოიკრიბეთ და დაისვენეთ, აუცილებელია, რომ იცოდეთ- გერანი გამოყოფს ეთერზეთებს, ასუფთავებს ჰაერს, , აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს წნევას, და აწყნარებს ნერვიულ სისტემას. არ არის რეკეომენდებული მცენარის საწოლთან დადგმა, რადგან ეთერზეთების შესუნთქვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია თავის ტკივილი გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში ალეგგიაც.



  3. მატერიალურ შესაძლებლობას აუმჯობესებს მსუქანა (ბარაქის ხე) , იგი ძველი დროიდან ითვლება აყვავების, კეთილდღეობის გაუმჯობესების და სიმდიდრის სიმბოლოდ.
    6 რჩევა, როგორ მივიზიდოთ ოჯახში  ბედნიერება, სიყვარული და შემოსავალი სახლის მცენარეების დახმარებით!
    ფენ-შუის ოსტატები გვირჩევენ, რომ ეს ხე ჩვენი ხელით დავრგოთ, ქოთანში უნდა ჩაალაგოთ ერთი ან რამოდენიმე მონეტა მიწასთან ერთად. , როდესაც მცენარე წამოიზრდება აუცილებელია მას შეაბათ წითელი ლენტი და ხურდა ფულები.
    მსგავს ეფექტებს ფლობენ ციკლამენი და უზამბარული ია, , რადგან ციკლამენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაში გვეხმარება, ხოლო იები გვეხმარებიან შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში.


  4. სიყვარულში ქრიზანთემები, ბალზამინი და კოდეუმი გვეხმარებიან, აქ განსაკუთრებით ძლიერია ქრიზამთემა- იგი მეუღლეებს უნაწილებს სინაზის გრძნობას, ფანტავს ეჭვებს და ავსებს სიმშვიდით.

    მირტის ხე- ეს გასაოცარი მცენარე არის თქვენი დამხმარე ბედნიერი და ძლიერი ოჯახის შესაქმნელად. მას თქვენს საცხოვრებელში შემოაქვს სიყვარული და კეთილდღეობა, ხოლო მირტის აყვავებული ხე სახლში ქმნის სასურველ ენერგეტიკას, თუ თქვენს ოჯახურ ურთიერთობაში დაისადგურა სიცივემ, მაშინ მშვიდობის ხე დაგეხმარებათ ქორწინების შენარჩუნებაში და უთანხმოების გადალახვაში.


  5. ბავშვების გვერდით აუცილებელია ალოე და ლიმონი. ალოე ამშვიდებს, ქმნის სითბოს ატმოსფეროს, ხოლო ლიმონი ავითარებს შემეცნებისაკენ სწრაფვას და ზრდის ინტერესს, აძლიერებს აქტიურობას და დამოუკიდებლობას. .



  6. თუ თქვენ ირჩევთ მცენარეს თქვენი კაბინეტისათვის, შეგიძლიათ შეჩერდეთ ფიკუსზე, რომელიც ეხმარება ყურადღების გამახვილებაში, ავითარებს ენთუზიაზმს, იგი აძლევს ადამიანს თავის თავში დარწმუნების საშუალებას.



საჭიროა გახსოვდეთ,რომ ფენ-შუი ნებისმიერ გამხმარ მცენარეს აღითქვამს ენერგო ვამპირად, . რეკომენდირებული არ არის მისი შენახვა შენობაში, რადგან ისინი შთანთქავენ თქვენს ენერგიას.


გაახარეთ და სახლში იქონიეთ მხოლოდ მხოლოდ ის მცენარე, რომელიც თქვენ მოგწონთ- იმიტომ, რომ ნებისმიერი ყვავილი- ეს არის ძლიერ მგრძნობიარე მცენარე, იგი ცუდად გაიზრდება ანტიპათიის ვითარებაში.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერმა ყვავილმა- თილისმამ ფენ-შუის მიხედვით, გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობა, მისი ენერგეტიკული ველი იყოს აქტიური- ამიტომ თქვენც უნდა გამოამჟღავნოთ მის მიმართ ყურადღება და სიყვარული, და იგი უცილებლად დაგეხმარებათ.