აი რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ კალანხოეს აყვავებაში.

აი რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ კალანხოეს აყვავებაში.
ხშირად ხდება, რომ კალანხოე პირველი ყვავილობის შემდეგ სიგრძეში იზრდება, მაგრამ მეტად არ ყვავილობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მცენარე ვაიძულოთ გაგვახაროს თავისი ყვავილებით? - FPAPARAZZI-ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილი ფლორისტების რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ დატკბეთ თქვენი ოთახის ლამაზმანის მდიდრული ყვავილობით.




ლამაზ ყვავილევბიანი ოთახის მცენარეებად ხშირად გამოიყენებენ კალანხოეს, რომლებიც შედის კ. ბლოსფელდის ჯგუფში. მათ აქვთ ერთი საიდუმლო, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ოჯახის პირობებში გახარებისას. ყვავილების კოკრები იწყებს განვითარებას სინათლის მოკლე დროის განმავლობაში დაახლ. 9-10 საათით. საშუალო სარტყელში ასეთი ბუნებრივი პირობები შეიქმნება სექტემბერში და მარტის შუა რიცხვებში, თუ თქვენმა ბუჩქმა ამ დროის განმავლობაში დაისვენა და წარმოიქმნა ახალი ყლორტები ალბათ ამ ზამთარში თქვენ გაიხარებთ მისი ყვავილობით.




თუ არ იყვავილა, მაშინ თქვენ უნდა მოამზადოთ მცენარე მომდევნო სეზონზე ყვავილობისათვის. დასაწყისში უნდა გააახალგაზრდაოთ და გაამრავლოთ, გაზაფხულზე შეაჭერით რამოდენიმე გამაგრებული ტოტი 3-4 ფოთლის წყვილში და დააფესვიანეთ იგი ტორფისა და სილის ნარევში, მომცრო ქოთნებში.



აი რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ კალანხოეს აყვავებაში.
დარგვის წინ მოაცალეთ ტოტებს ქვედა 2 ფოთოლი და დააცალეთ კალმის ადგილს ცოტა შეხმეს. დაფესვიანების დროს ქოთნები დადგით თბილ, განათებულ ადგილას, მაგრამ არა მზიან ადგილას.
მიაქციეთ ყურადღება, რომ კალანხოე არის სუკულენტური მცენარე, იგი იმარაგებს წყალს ღეროში და ფოთლებში, ამიტომ მოზრდილი ეგზემპლარების დაფესვიანების დროს არ დაანესტიანოთ ძალიან, არ შეასხუროთ წყალი კალმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დალპება.




3-4 კვირის შემდეგ, როდესაც შეამჩნევთ, რომ ზედა ფოთლები იზრდება, შეიძლება კალმები ამოიღოთ და გადარგოთ ნოყიერ ნიადაგში. შემდგომი მოვლა მდგომარეობს ძალაინ ნათელ ადილას გადტანასა და თაბრად მორწყვაში. როდესაც ნარგავს გაუჩნდება მესამე წყვილი შეგიძლიათ მოაცილოთ ზედა, წვეროს ფოთლები.




აგვისტო-სექტემბერში მიაწოდეთ მცენარეს სასუქის ხსნარი, სადაც იქნება ფოსფორის დიდი წილი და სექტემბრის ბოლოდან კალანხოეს ქოთნები დაალაგეთ ნათელ ადგილას დაახლოებით 20 გრადუს ტემპერატურაზე. მოზრდილი, ფორმირებული ეგზემპლიარები ყვავის ყოველწლიურად და დიდხანს. მისი კაშკაშა ყვავილები გვახარებს ყველაზე პირქუშ თვეებში, შემოდგომაზე და ზამთარში.