4 ყველაზე ალერსიანი და მოსიყვარულე ნიშანი, ჰოროსკოპის მიხედვით.

4 ყველაზე ალერსიანი და მოსიყვარულე ნიშანი, ჰოროსკოპის მიხედვით.
სიყვარულის გაცემა და მიღება - მნიშვნელოვანი უნარია და შეიძლება მას განსაზღვრავდეს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი. იმ დროს, როდესაც ზოგიერთები ტკბებიან შეხვედრებით, დადიან ხელჩაკიდებულები და გამუდმებით ეხვევიან ერთმანეთს, სხვები უკიდურესად თავშეკავებულად იქცევიან. ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნულ თვისებებზე, ჩვევებზე, აღზრდაზე და კიდევ დაბადების თვესა და რიცხვზე. FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ასტროლოგების მიერ შერჩეულ 4 ნიშანს, რომელიც ჰოროსკოპის მიხედვით არ ერიდებიან თავიანთი სიყვარულისა და სინაზის გამოხატვას:

  1. კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

    კურო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია. მას უყვარს სიყვარულის გაცემა, მიღება და თავის პატნიორთან ყველა 5 გრძნობით დაკავშირება, გასაკუთრებით შეხებით.

    მისი ზემგრძნობიარობა მაგნიტივით მიმზიდველია. კურო მეტად სექსუალურია და მიისწრაფვის პარტნირისთვის სიმოვნების მინიჭებისკენ. იგი შეისწავლის თქვენ სხეულს აუჩქარებლად და ნაზად. ხოლო, სასიყვარულო აქტის შემდეგ დიდხანს ეყოლებით მკლავებში მოქცეული.

  2. ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

    ლომი ძალიან ალერსიანი და გულიანია, უყვარს თავისი გრძნობების გამოხატვა, ხელჩაკიდებული სიარული, პარტნიორის ჩახუტება და გულში ჩაკვრა ყოველი შესაძლებლობისას.

    მაგრამ გახსოვდეთ! ლომს ასევე უყვარს სიყვარულის მიღებაც. მას სურს აღფრთოვანებასა და სიყვარულში ცურვა. ამიტომ, თუ თქვენ ლომს ხვდებით, დაუთმეთ მას მთელი ყურადღება. იგი აუცილებლად დაგიფასებთ ამას.

  3. სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

    სასწორები მეტად ალერსიანები არიან სიყვარულში. მათ უყვართ ურთიერთობები, რომანტიკითა და სინაზით ტკბობა. მათი გრძნობა მსუბუქი, ლამაზი და შთაგონებით აღსავსეა - უყვართ წერილების წერა, ყურადღების გამოჩენა, ლექსების და სიმღერების, საჩუქრებისა და ყვავილების მიძღნა.

    მათგან კარგი პარტნიორები დგებიან. ისინი უფლებას აძლევენ თავიანთ მეორე ნახევრებს იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და აფასებენ მათ გამორჩეულ ინდივიდუალობას. მაგრამ იცოდეთ, რომ სასწორები სოციალური ადამიანები არიან, ამიტომ ყოველთვის ვერ იქნებიან თქვენთან. მათ უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ. სადაც პატიჟებენ, ყველგან ყოფნა სწყურიათ.

  4. თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

    თუ თქვენ ხართ ან ხვდებით თევზებს, მაშინ უკვე გეცოდინებათ, რომ ისინი სავსენი არიან თანაგრძნობით. ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან, ესმით და ერგებიან ყველასა და ყველაფერს.

    ისინი ასევე უპირატესობას ანიჭებენ ორმხრივ გრძნობებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც წესი, თევზები იმყოფებიან თანასწორ და მოსიყვარულე ურთიერთობებში. თუ თქვენ ზრუნავთ მათზე, ისინიც მზად იქნებიან გიპასუხონ იმავე გრძნობით. ამ ნიშანს შეუძლია უპირობო სიყვარული.