როგორ გავისწოროთ თმა თმის უთოს გარეშე? - ეფექტური მეთოდები, რომლებიც თმას ნაკლებად დაგიზიანებთ

როგორ გავისწოროთ თმა თმის უთოს გარეშე? - ეფექტური მეთოდები, რომლებიც თმას ნაკლებად დაგიზიანებთ
ხვეული თმის მფლობელებისთვის თმის დასწორება ნამდვილი გამოწვევა და სპეციალური თმის უთოს გამოყენებით დასწორება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორი, ბრწყინვალე, გლუვი თმა ყოველთვის მოდაშია, რადგან ყველა გოგოს იდეალურად უხდება. თერმული საშუალებების მუდმივი გამოყენება იწვევს გაყოფილ ბოლოებს, თმა ელასტიურობას და სიპრიალეს კარგავს. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ გაისწოროთ თმები თმის უთოს გარეშე. 

როგორ შეიძლება დაისწოროთ თმა დაუთოების გარეშე


თმის უთოს ყოველდღიური გამოყენება თმის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. არსებობს სხბა მეთოდები, რომელთა დახმარებითაც თმის მინიმალური დანაკარგებით დაისწორებთ. ალტერნატიულ მეთოდებს წარმოადგენს:

  1. ხვეული თმის დასწორება ფენის დახმარებით
  2. ბიოდასწორება
  3. დასასწორებელი ნიღაბი ნატურალური საშუალებების საფუძველზე დამზადებული.
  4. კოსმეტიკური ბრენდული საშუალებები: სპრეი, ბალზამი, შრატი, კრემი, მუსი. 


თმის დასწორება ფენის საშუალებით

ფენით დასწორება თერმული საშუალებაა, რომელსაც ნაკლები ზიანი მოაქვს, ვიდრე თმის უთოს. პრიალა თმის ეფექტი სველ თმაზე ცხელი ჰაერის ეფექტით მიიღწევა, რომელსაც მრგვალი თმის სავარცხელით ჭიმავენ. მაგრამ სასურველი შედეგი რომ მიიღოთ, აუცილებელია იცოდეთ დასწორების პროცესის ეტაპები.

აუცილებელი მასალები:

  • შამპუნი
  • დაბანის შემდეგ ბალზამი
  • პირსახოცი
  • სპრეი თერმოდაცვით 
  • ბალზამი თმის გასასწორებლად
  • ფენი
  • პლასტმასის კლიპები 2ც
  • მრგვალი სავარცხელი




ეტაპობრივი ინსტრუქცია:


  1. თავიდან თმა შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ, შემდეგ ბალზამი წაისვით. დაბანის შემდეგ პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ. 


  2. დაიტანეთ სპრეი თერმოდაცვით, ყურადღება თმის ბოლოებს მიაქციეთ. 


  3. აიღეთ ცოტა დასასწორებელი ბალზამი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. თმაზე თანაბრად გაინაწილეთ. 


  4. თმიდან ზედმეტი ტენი რომ გამოვიდეს, ფენით, დაბალ ტემპერატურაზე, ოდნავ შეიმშრალეთ.


  5. შემდეგ თმა კლიპებით სამ ნაწილად გაყავით.


  6. თმის დასწორება საფეთქლიდან დაიწყეთ, ცხელი ჰაერი თითოეულ ფენას მიუშვირეთ და სავარცხლით დაჭიმეთ. 


  7. თუ თმის სიგრძე მხრებს ქვემოთაა. დასწორება შუა ნაწილიდან დაიწყეთ და შემდეგ გადადით თმის ბოლოებზე. 


  8. გაიმეორეთ პროცესი სანამ თმა მთლიანად არ დასწორდება და არ გაშრება. 


  9. ბოლო ეტაპი არის ფიქსაცია ლაქის დახმარებით. 



მეთოდის უპირატესობა:

  • დიდ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს,
  • ნაკლებად აზიანებს თმას


მეთოდის ნაკლოვანება:

  • მოითხოვს გამოცდილებას და უნარს, რომ სასურველ ეფექტს სწრაფად მიაღწიოთ. 
  • დასწორებული თმა დიდხანს არ ძლებს.
  • პროცესი დაახლოებით 20 წუთს მოითხოვს.