კამელია: რჩევები, როგორ გავახაროთ და გავზარდოთ

კამელია:  რჩევები, როგორ  გავახაროთ და გავზარდოთ
კამელია (Camellia) — მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახისა. მისი 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იაპონური კამელია (Camellia japonica) და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში (კავკასიასა და სამხრეთ ყირიმში — ღია გრუნტში). ჩინური კამელიის ანუ ჩაის ბუჩქის (Camellia sinensis და Camellia assamica) ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ ჩაის. ზეთის ანუ ევგენოლის კამელიის (Camellia sasaqua) ფოთლებისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს. დეკორატიული მცენარეებია. მოშენებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებში.



  1. ამ ულამაზესი მცენარის ოთახში გაზრდა- უბრალო ამოცანა არაა. უფრო რთულია მის აყვავებამდე დალოდება. აივანზე და ბაღში გამოზრდის დროს კოკორი ყოველწლიურად იფურჩქნება, უფრო ხშირად შემოდგომაზე, ( თუ მცენარეს ექნება +3-8 გრადუსი), მაგრამ ადრე თუ გვიან მცენარის შემოტანა გვიწევს სახლშიროდესაც ხვდება უფრო თბილ და ცოტა ბნელ პირობებში კოკორი იწყებს ცვენას. ზამთრის პირობებში მცენარეს ჭირდება არა უმეტეს +15 გრადუსი. იდეალური ადგილია ლოჯი ან გრილი საზაფხულო ბაღი
    კამელია:  რჩევები, როგორ  გავახაროთ და გავზარდოთ


  2. კამელიას ჭირდება გაფანტულ;ი, კაშკაშა განათება არანაკლებ 8 საათი დღეში. (ბუჩქს უნდა დაანათოთ ზემოდან)


  3. აქტიური ყვავილობის დროს აგვისტოს დასაწყისიდან საჭიროა ყოველკვირეული გამოკვება კალიუმ-ფოსფორიანი სასუქით.


  4. ზაფხულში უხვად რწყავენ ოთახის ტემპერტატურის წყლით, კოკრების ყვავილობის დროს მორწყვა უნდა შეამციროთ. როგორც წყლის სიმცირის დროს, ასევე ჭარბობის დროს ყვავილები ცვივა. ზამთარში ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად ნესტიანი.


  5. ყვავილის გადარგვა უკეთესია ადრე გაზაფხულზე, ერთ ან ორ წელიწადში. ნაკელის ფოთლების ხავსის, მიწისა, ტორფისა და სილის ნარევში (1;1;1;1;0,5) კოკორიანი მცენარე არ შეიძლება შეატრიალოთ სხვა მხარეზე, ასევე არა არის რეკომენდებული უარეს ადგილას გადატანა.